აიანა ჰოვარდი
აიანა მაკალა ჰოვარდი (ინგლ. Ayanna MacCalla Howard, დ. 24 იანვარი,1972 ) — ამერიკელი ინჟინერ-რობოტექნიკოსი, მეწარმე და პედაგოგი, ოჰაიოს უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯის დეკანი.
აიანა ჰოვარდი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 იანვარი, 1972 (52 წლის) |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ინფორმატიკოსი, ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი, roboticist და ინჟინერი[1] |
მუშაობის ადგილი | Georgia Tech[2] , ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტი[2] და Jet Propulsion Laboratory[1] |
ალმა-მატერი | სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი[3] [4] [1] , ბრაუნის უნივერსიტეტი[5] [1] , Claremont Graduate University[6] და USC Viterbi School of Engineering[3] |
ჯილდოები | AAAS-ის წევრი[7] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[8] , AAAI Fellow[9] და Lew Allen Award |
ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჰოვარდს ეკავა გამოთვლითი კოლეჯის ინტერაქტიული გამოთვლითი სკოლის თავმჯდომარის თანამდებობა. ხელმძღვანელობდა ბიოინჟინერიის კათედრას და ადამიანის ავტომატიზაციის სისტემების ლაბორატორიას.
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებაბავშვობაში აიანა ჰოვარდი დაინტერესებული იყო რობოტებით, მისი საყვარელი სერია იყო The Bionic Woman . [10]
ჰოვარდმა 1993 წელს დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 1994 და 1999 წლებში მიიღო მაგისტრის და დოქტორის ხარისხები ელექტროინჟინერიაში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.. შესაბამისად. მისი დისერტაცია , რეკურსიული სწავლება დეფორმირებადი ობიექტების მანიპულაციისთვის, დაიწერა ჯორჯ ბეკეას ხელმძღვანელობით. ჰოვარდი ასევე ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს კლარმონტის სამაგისტრო უნივერსიტეტიდან .
კარიერა
რედაქტირებააიანა ჰოვარდის ადრეულმა ინტერესმა ხელოვნური ინტელექტის მიმართ მიიყვანა იგი ლიდერის პოზიციაზე სიეტლში დაფუძნებული კომპანია Axcelis Inc.- ში, სადაც მან წვლილი შეიტანა პირველი კომერციული გენეტიკური ალგორითმის Evolver-ისა და Brainsheet-ის (ხელოვნური ნეირონული ქსელი, რომელიც შეიქმნა კორპორაცია Microsoft- თან პარტნიორობით) შემუშავებაში. 1993 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში, [11] სადაც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის რობოტექნიკის უფროსი მეცნიერის და კვლევითი სამუშაოების დირექტორის მოადგილის.
ჰოვარდი შეუერთდა ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდს 2005 წელს, გახდა ასისტენტ პროფესორი და ლაბორატორია HumAnS lab - ის დამფუძნებელი. ასევე იკავებდა რობოტექნიკისა და ინტელექტუალური მანქანების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის და უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური რობოტექნიკის სადოქტორო პროგრამის თავმჯდომარის თანამდებობებს. 2017 წელს იგი გახდა ინტერაქტიული გამოთვლების სკოლის თავმჯდომარე.
2008 წელს მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა SnoMote რობოტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიქმნა ანტარქტიდის ყინულის შელფებზე გლობალური დათბობის ეფექტის შესასწავლად. 2013 წელს მან დააარსა კომპანია Zyrobotics, რომელმაც გამოუშვა თერაპიული და საგანმანათლებლო პროდუქტების პირველი ნაკრები სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
ჰოვარდმა გამოაქვეყნა 250-ზე მეტი ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში და კონფერენციებზე, არის ათზე მეტი წიგნისა და/ან წიგნის თანაავტორი. მან ასევე მიიღო ოთხი პატენტი და გამოვიდა 140-ზე მეტი მოხსენებით. ის არის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ასოციაციის ( AAAI ) და ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტის (IEEE) წევრი. ჰოვარდის მრავალრიცხოვან ჯილდოებს შორისაა გამოთვლითი კვლევის ასოციაციის ( A. Nico Habermann Award ) და რიჩარდ ტაპიას ჯილდოები.
2020 წელს გამოქვეყნებულ ამერიკულ რადიო Marketplace- თან ინტერვიუში, ჰოვარდმა განაცხადა, რომ რობოტ კომპანიონებს შეუძლიათ შეავსონ სოციალური დისტანციით გამოწვეული სიცარიელე, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ -19 პანდემიის დროს. [12]
2020 წლის 30 ნოემბერს, The Columbus Dispatch-მა განაცხადა, რომ ჰოვარდი დასახელდა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯის დეკანად და მუშაობას შეუდგებოდა 1 მარტს, სამეურვეო საბჭოს დამტკიცებისთანავე. [13] ჰოვარდი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ხსენებული თანამდებობა დაიკავა.
2021 წელს აიანა ჰოვარდი აღიარებული იყო გამოთვლითი მანქანების ასოციაციის მიერ რობოტექნიკაში, ხელოვნურ ინტელექტსა და გამოთვლებში შეტანილი წვლილისთვის. 2022 წლის ივნისში ჰოვარდი აირჩიეს ბრაუნის უნივერსიტეტის რწმუნებულად.
კვლევები
რედაქტირებაჰოვარდის კვლევით ინტერესებში შედის ადამიანის და რობოტის ურთიერთქმედება, დამხმარე/რეაბილიტაციური რობოტექნიკა, მეცნიერებაზე ორიენტირებული/საველე რობოტექნიკა, ასევე აღქმა, სწავლა და მსჯელობა.
ჰოვარდის კვლევა და გამოქვეყნებული ნაშრომები მოიცავს სხვადასხვა თემას ხელოვნურ ინტელექტისა და რობოტექნიკის სფეროში, მათ შორის ვირტუალურ რეალობას რეაბილიტაციისთვის და რობოტექნიკის გამოყენებას პედიატრიულ თერაპიაში. მისი კვლევა ფოკუსირებულია ტექნოლოგიების განვითარებაზე ინტელექტუალური აგენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობა.
აღიარება და ჯილდოები
რედაქტირებაჰოვარდის მრავალი მიღწევა დოკუმენტირებულია ათზე მეტ სტატიაში. 2003 წელს იგი დასახელდა MIT Technology Review TR100 სიაში, მსოფლიოს 100 საუკეთესო ნოვატორთა შორის 35 წლამდე. 2004 წელს მისი სახელი იყო ნახსენები ჟურნალ Time- ის სტატიაში "მანქანების აღზევება" და სამეცნიერო სტატიაში გაზეთში USA Today.
პოპ კულტურაში
რედაქტირებააიანა ჰოვარდის სახელი ნახსენებია Netflix-ის ფანტასტიკური ანიმაციური ფილმის სუპერგიგანტური რობოტი ძმები (2022) პერსონაჟების რეპლიკებში, ისეთ ფიგურებთან ერთად, როგორებიც არიან ადა ლავლეისი, კეტრინ ჯონსონი, არტურ ს. კლარკი და კეროლ შოუ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.thehistorymakers.org/biography/ayanna-howard-41
- ↑ 2.0 2.1 https://engineering.osu.edu/about/office-dean/about-dean-ayanna-howard
- ↑ 3.0 3.1 https://www.ece.gatech.edu/faculty-staff-directory/ayanna-maccalla-howard
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ https://www.harlemfilminstitute.com/tag/dr-avanna-maccalla-howard/
- ↑ https://howard.ece.gatech.edu/
- ↑ https://web.archive.org/web/20220311133847/https://www.aaas.org/page/2021-fellows
- ↑ https://www.amacad.org/new-members-2022
- ↑ https://aaai.org/about-aaai/aaai-awards/the-aaai-fellows-program/elected-aaai-fellows/
- ↑ Being Different Helped A NASA Roboticist Achieve Her Dream.
- ↑ „Ayanna Howard“. Atlanta]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-18. ციტირების თარიღი: 2022-08-14.
- ↑ „Robots are getting personal during the pandemic“. Marketplace (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2020-08-08.
- ↑ „Ohio State names new engineering dean, first woman in role“. Columbus Dispatch (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2020-11-30.