ათეშგიაჰი (აზერ. Atəşgah) — ცეცხლთაყვანისმცემლობის ტაძარი აზერბაიჯანში, აფშერონის ნახევარკუნძულზე, ბაქოს ცენტრისგან 30 კმ დაშორებით, სურაჰანების დასახლების მისადგომებთან სურაჰანების რაიონში, სხვადასხვა დროს ზოროასტრიზმის, ინდუიზმისა და სიქიზმის მიმდევრების თაყვანისმცემლობის ადგილი. შეიქმნა XVII-XVIII საუკუნეებში „მუდმივი“ ჩაუქრობელი ცეცხლის ადგილას — ბუნებრივი აირების გამოსვლის ადგილებში, რის გამოც ტაძარს ეწოდება „ათეშგიაჰი“, რაც ნიშნავს „ცეცხლის სახლს“, „ცეცხლის ადგილს“.

ათეშგიაჰი
გრავიურა. ჟან პერ მონე (1860)

კომპლექსი თავისი არქიტექტურით წარმოადგენს ექვსკუთხედს წაწვეტებული გარეთა კედლით და შესასვლელი პორტალით, ხოლო ნაგებობის ეზოს ცენტრში აღმართულია მთავარი ოთხკუთხა ტაძარი — საკურთხეველი, რომელიც წარმოადგენდა ცეცხლთაყვანისმცემლების მომლოცველების თავშეყრის ადგილს. შესასვლელის თავზე მოწყობილი იყო აფშერონისათვის ტრადიციული მისაღები ოთახი (ბალახანა).

კომპლექსის აგების დრო თარიღდება 1713 წლით. თვითონ ტაძარი, სავარაუდოდ, არსებობდა ჯერ კიდევ უძველესი დროიდან და მოაღწია ჩვენამდე პირვანდელი იერსახით. ცეცხლის საკურთხეველი გარკვეული დონით განსაზღვრავს საკურთხევლების ამგებების უძველეს ტრადიციას, რომელიც გავრცელებული იყო აზერბაიჯანში და მიდიის ხანაში. აქედან გამომდინარეობს ის, რომ საკურთხეველს გააჩნია ტრადიციული ფორმა, ოთხი სვეტი კვადრატის კუთხეებზე შიდა სივრცით, რომელიც გადახურულია გუმბათით და გახსნილი ყველა მხრიდან.[1]

ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გამოცხადდა სახელმწიფო ისტორიულ — არქიტექტურულ ნაკრძალად. მუზეუმის მომნახველების საშუალო რიცხვი წლიურად შეადგენს 15,000 ადამიანს. 1998 წელს „ათეშგიაჰი“ წარდგენილი იქნა იუნესკოში მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შესატანად.[2]

აზერბაიჯანის კიდევ ერთი უძველესი ათეშგიაჰი მდებარეობს სოფელ ხინალუღიდან (ყუბის რაიონი) 5 კმ-ის დაშორებით[3].

ისტორია რედაქტირება

სურაჰანი მდებარეობს აფშერონის ნახევარკუნძულზე. ეს ადგილი ცნობილია იმით, რომ აქ ნავთობი ბუნებრივად მიედინება მიწაზე და ცეცხლი მუდმივად იწვის. მსგავსი რამ იანარდაღზეც არის.

ბაქოს მახლობლად მდებარე ტერიტორია შუა საუკუნეებში უკვე აღინიშნა წყაროებში, როგორც ჩაუქრობელი ცეცხლის ადგილი. ისტორიკოს სარა აშურბებლის განცხადებით, ამ ფენომენის ადრეული ხსენებები გვხვდება V საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პრისკე პანიონელის წარწერებში. უფრო ადრეულ პერიოდში ზოროასტრიზმის თაყვანისცემა კავკასიაში მიეკუთვნება სასანიდების ეპოქას, რომლებიც ცეცხლის ტაძრებს აფუძნებდნენ[4].

624 წელს იმპერატორი ერეკლე ბაქოს ტერიტორიაზე შეიჭრა და ბევრი ტაძარი გაანადგურა, სადაც სპარსელები ცეცხლს თაყვანს სცემდნენ[5].

სომეხი ისტორიკოსი ღევონდი (VIII საუკუნე) აღნიშნავს ქალაქ ათში-ბაგუანს, სადაც იწვოდა ჩაუქრობელი ცეცხლი[6].

 
ჰებრების ცერემონია ათეშგიაჰში. ჟან პიერ მონე.

ისტორიკოსი ალ-ისტახრი 930 წელს „გზებისა და ქვეყნების წიგნში“  წერს, რომ ბაქოდან  დაშორებით არის სოფლები, რომლის მკვიდრნი არიან ცეცხლთაყვანისცმცემლები[7]. იგივე ინფორმაციას იმეორდება არაბი გეოგრაფი აბულფერდა[8]. „ქართლის ცხოვრებაში“ ბაქოს XIII საუკუნემდე ბაგვანად მოიხსენიებდნენ[9].

დაახლოებით XV-XVI საუკუნეებში ინდოეთისა და შირვანის დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობები ფართოვდება. ჩრდილო ინდოელი ვაჭრების ხარჯით აღადგინეს თაყვანისცემის ადგილი სურაჰანში და მას იყენებდნენ, როგორც ინდუისტებისა და სიქხების საკურთხეველს. XVII საუკუნის წყაროებში აღნიშნულია, რომ ინდოელი მომლოცველები ბაქოში ჩამოვიდნენ, რათა ცეცხლს სცენ თაყვანი. ტაძრის ყველაზე ადრეული შენობა მიეკუთვნება 1713 წელს. ყველაზე ძველს მიეკუთვნება ტაძრის ცენტრალური საკურთხეველი. წარწერის მიხედვით იგი 1810 წელს ვაჭრის კანჩანაგარის ხარჯით აშენდა[10].

ტაძრის მახლობლად მდებარეობს ოთხკუთხედი ორმო, რომელიც ახლა ქვებითაა სავსე. აქ ადრე დაღუპულთა ცხედრებს წმინდა ცეცხლში წვავდნენ. განდეგილები, რომლებიც ცხოვრობდნენ ათეშგიაჰში ცეცხლს სცემდნენ თაყვანს, ასკეტური ცხოვრების წესს ეწეოდნენ. ისინი არ შრომობდნენ, ინდოელი ვაჭრების შემოწირულობებზე ცხოვრობდნენ.

ინდიუსტებისა და სიქხების გარდა ტაძარში იყვნენ ზოროასტრიელებიც. ამის შესახებ იუწყება ჟან შარდენი. XVII საუკუნის 60-იან წლებში იგი გვამცნობს სპარსელ ჰებრებზე, რომლებიც ჩაუქრობელ ცეცხლს სცემდნენ თაყვანს[11]. ასევე გერმანელი მოგზაური ე. კემპფერი, რომელიც 1683 წელს ეწვია სურაჰანის წერდა, რომ ტაძარში მყოფი თაყვანისმცემლებს შორის ორი სპარსი იყო, რომლებიც ინდოეთში იყვნენ ჩასახლებულნი[12].

 
მცირე თაყვანცემული ცეცხლი. უკანა ფონზე - ჩაჰარ-თაგი. 1895 წლის ნახატი

ფრანგი იეზუიტი ვილლოტი, რომელიც 1689 წლიდან აზერბაიჯანში ცხოვრობდა იუწყებოდა, რომ ათეშგიაჰს თაყვანს სცემდნენ ინდოელები და ჰებრები - ძველი სპარსელების შთამომავლები[13].

1858 წლის ნოემბერში ათეშგიაჰს ეწვია ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა(მამა), რომელმაც თავის მემუარებში ტაძრის მსახურებს „პარსები", „ჰაბრები“ და „მაჯები“ (ანუ მაგები) უწოდა[14].

მიუხედავად იმისა, რომ ტაძარს ძირითადად იყენებდნენ როგორც ინდუისტურს, მისი არქიტექტურა განსხვავდება ინდუისტური ტაძრების არქიტექტურისაგან: ტაძარი თავად წარმოადგენს „ჩაჰარ-თაგს“, რომელიც შედგება ოთხივე ნახევარწრიული თაღისგან, რომელიც ოთხივე მხარეს არის მიმართული. მოცემული სტილი წინაისლამურ ირანში იყო განვითარებული[15].

1925 წლის შემდეგ ტაძარი დავიწყებას მიეცა. 1975 წელს, აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, ტაძარი კვლავ გაიხსნა და მისი მონახულება ისევ შესაძლებელი გახდა. 2007 წელს ტაძარი კვლავ დარესტავრირდა.

ათეშგიაჰს ხშირად ინახულებენ ირანელი ზოროასტრიელები, რომლებიც რელიგიური მსახურებას აქ ეწევიან[16].

წარწერები რედაქტირება

ზოგიერთი კელიის შესასვლელებზე მოთავსებულია ქვის დაფები ხანმოკლე წარწერებით. დღემდე ინახება 14 ინდუისტური, 2 სიქხური და ერთი სპარსული (ზოროასტრული) წარწერა. რამდენიმე წარწერის ბოლოს თარიღებია მითითებული, რაც იძლევა საშუალებას  დადგინდეს, რომ ისინი XVIII-XIX საუკუნეებში გაკეთდა. ზოგიერთი ინდუისტური წარწერები დაზიანებულია და ძნელია მათი დეშიფრაცია.

მე -18 საუკუნეში ათეშგიაჰს ესტუმრნენ ზოროასტრიელები. სპარსული წარწერა იუწყება ისპაანიდან მყოფი ზოროასტრიელების ვიზიტზე.

 
ზოროასტრული წარწერა ათეშგიაჰის ტაძარზე

სპარსული წარწერა

آتشی صف کشیده همچون دک

جیی بِوانی رسیده تا بادک

سال نو نُزل مبارک باد گفت

خانۀ شد رو سنامد (؟) سنة ۱۱۵٨

ტრანსლიტერაცია

ātaši saf kešide hamčon dak

jeyi bavāni reside tā bādak

sāl-e nav-e nozl mobārak bād goft

 
ინდუისტური წარწერა ათეშგიაჰის ტაძარში

xāne šod ru *sombole sane-ye 1158

თარგმნა

ცეცხლი იწვის უწყვეტი რიგით

ისფაჰანელი ბავანიდან მოვიდა ბადაკამდე

„დამდეგი ახალი წელის დალოცვილ იყოს“ - თქვა მან

სახლი აშენდა სომბოლის თვეში 1158 წ.

ბავანი - არის პატარა სოფელი ისპაანის სამხრეთით. ისპაანსა და მის გარეუბნებში XVII საუკუნის დასაწყისიდან არსებობდა ზოროასტრიელების თემი. სიტყვა „ბადაკი“ ბაქოს შემოკლებული სახელწოდებაა, რათა ლექსში შენარჩუნებულიყო რითმი. მესამე ხაზი აღნიშნავს მომავალ ახალ წელს, ლექსის დასასრულს აღინიშნება სომბოლეს თანავარსკვლავედი, რომელიც ემთხვევა 22 აგვისტო-22 სექტემბრის პერიოდს. თვის სახელწოდების დაწერისას შეცდომით შეცვლილია ასოები l და h. ბოლო სტროფში მითითებულია 1158 წელი, რაც ჩვ.წ 1745 წელია. ირანის ზოროასტრიელები საკუთარ კალენდარს იყენებდნენ და აღნიშნავდნენ ახალ წელს (ნოვრუზს) გაზაფხულის ბუნიობის დღეს.

ინდიუსტური წარწერები შედგენილია ჰინდუსტანისა და მარვარის დიალექტებით, ასევე დევანაგრის ანბანითა და მაჰანჯის ანბანის მიხედვით, სადაც ხმოვნები ძირითადად არ აღინიშნება, რაც ამ წარწერების წაკითხვას ართულებს. ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილებულია ნაგარის შრიფტის წარწერაზე სვასტიკით, რომელიც განთავსებულია ცენტრალურ საკურთხევლთან.

ორივე სიქხური წარწერა შესრულებულია პენჯაბურად გურმუკის წერილით, რომელიც შედგება შვიდი სტრიქონისაგან. სტრიქონები გამიჯნულია ერთმანეთისაგან ჰორიზონტალური ხაზებით. წარწერებში შედის ჯაფუჯი-საჰიბისა და სიქხის ყოველდღიური ლოცვებიდან შესავალი[17].

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. К. М. Мамедзаде. Строительное искусство Азербайджана (с древнейших времен до XIX в.), Баку, 1983.
  2. Surakhany, Atashgyakh (Fire — worshippers, temple — museum at Surakhany)
  3. Хыналыгский атешгях
  4. Ашурбейли С.А. История города Баку. — Б.: Азернешр, 1992. — С. 327. — 408 с. — ISBN 5-552-00479-5.
  5. Генри Харт Венецианец Марко Поло
  6. ГЕВОНД - ИСТОРИЯ ХАЛИФОВ
  7. Al-Istakhri. Kitab Masalik al-Mamalik. BGA, 1, ed. M. J. De Goeje., 1927 - (ირანული)
  8. Geographie d’Aboulfeda
  9. Картлис Цховреба, т. I, Тбилиси, 1955 г., с. 371 (на фр. яз.); т. II, Тбилиси, 1959 г., с. 166 (на груз. яз.)
  10. Azerbaijan - Land of Fire - Observations from the Ancients - by Farid Alakbarov
  11. Voyages de Mr. le Chevalier Chardin, en Perse, et autres lieux
  12. Amoenitatum exoticarum politico-physico-medicarum fasciculi v, quibus continentur variae relationes, observationes & descriptiones rerum Persicarum & ulterioris Asiae, multâ attentione, in peregrinationibus per universum Orientum, collecta, ab auctore Engelberto Kaempfero. Lemgoviae, Typis & impensis H.W. Meyeri, 1712.
  13. Voyage d'un missionnaire de la compagnie de Jésus en Turquie, en Perse
  14. Impressions de voyage: Le Caucase - by Alexandre Dumas
  15. ČAHĀRṬĀQ
  16. Фотоотчёт о визите иранских заратуштрийцев в бакинский Аташгях
  17. С. Ашурбейли. Об истории сураханского храма огнепоклонников.