იანარდაღი (აზერ. Yanar Dağ, ალმოკიდებული მთა) — ბუნებრივი მარადიული ცეცხლი, რომელიც ძველი დროიდან ანთია ბორცვზე აზერბაიჯანში.

იანარდაღი
აზერ. Yanar Dağ
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

მეტრიანი ალი, დაახლოებით ათი მეტრის სიგანისა გამოდის იანადაღის მთიდან — კირის ბორცვიდან, რომელიც განლაგებულია ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაზე აფშერონის ნახევარკუნძულზე. დღეს მსოფლიოში არსებობს მხოლოდ მცირე რაოდენობის ასეთი სახის ბუნებრივი აირის დაწვის საბადო, რომელთა უმრავლესობაც ძირითადად აზერბაიჯანშია განლაგებული. ბუნებრივი მარადიული ცეცხლი განპირობებულია ბუნებრივი აირის საბადოდან აირის გაჟონვით აფშერონის ქვეშ არსებული საცავიდან. ამ აირის აალება ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მოხდა. ამის შესახებ მარკო პოლოც გვატყობინებს.

განსაკუთრებული სილამაზით ეს ალი ჩანს ღამე. ასეთი სახის ობიექტები ზოროასტრიზმის მიმდევრების სათაყვანისმცემლო ადგილებს წარმოადგენენ.

იანარდაგის მთაზე არსებული ცეცხლი არ წყვეტს წვას. იანარდაგის ნაკადები ცნობილია, როგორც იანარ ბულაკი — «წვადი წყაროები». მსგავსი წყაროები ასევე ხელმისაწვდომია მდინარე ვილასკეის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალო აბაზანებს იღებს.

ცეცხლი გამოდის მთის ფერდობის სათავეში მდებარე ქვიშის ფორმაციებში არსებული ნახვრეტებიდან. იანარდაგის გარდა ასევე არსებობს ატეშგიახის ტაძარი, რომელიც ზოროასტრიზმის რელიგიური მიმდინარეობის წმინდა ადგილს წარმოადგენს.[1]

ცეცხლის ზედაპირზე გამოსვლის მიზეზები

რედაქტირება

იანარდაგი აზერბაიჯანის გეოლოგიური სამსახურის მიერ აღწერილია, როგორც «გორაზე 15 მეტრის მანძილზე გაღვივებული ინტენსიური ცეცხლი, რომლის სიმაღლე 2-4 მეტრს აღწევს». ცეცხლის ანთება და შენარჩუნება გრუნტის ფენებიდან მუდმივად გამომავალი გაზის შედეგია. ასევე დადგინდა, რომ ასეთი ხანძრების გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს «თერმული მეტამორფოზა».

მეცნიერებისა და გეოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, იანარდაგის მთაზე აღებული ოთხი ნიმუშის ანალიზმა აჩვენა, რომ მაქსიმალური ნაკადის ფართობი განლაგებული იყო ქანებს შორის წარმოქმნილი ნაპრალის ზედა ნაწილში, სადაც შიდა წვა წარმოიქმნება და რომლიდანაც ალი გამოდის. დადგინდა, რომ დეგაზიფიკაციის ფართობი უფრო მეტია, ვიდრე სივრცე, რომელშიც იგი იქმნება, და არსებობს ალბათობა, რომ მიკროსეპარაცია გავრცელებულია ბზარის მთელს გაყოლებაზე. ბზარის ეს დეფექტი განისაზღვრება, როგორც ბალახან-ფატმაის უზარმაზარი სტრუქტურის ნაწილი აბშერონის ნახევარკუნძულზე.[2]

სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ნაკრძალი

რედაქტირება

იანარდაგის ნაკრძალი რესტავრაციის შემდეგ

2007 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით იანარდაგის ტერიტორია, რომელიც 64,55 ჰექტარს მოიცავს, სახელმწიფო ისტოირულ-კულტურულ და ბუნებრივ ნაკრძალად გამოცხადდა.

2018 წელს ხელმოწერილი იქნა განკარგულება ნაკრძალის სარეკონსტრუქციო ღონისძიებების შესახებ.[3] 2019 წელს დასრულდა კაპიტარული სარემონტო სამუშაოები[4] და 12 ივნისს რეკონსტუირებული ნაკრძალის გახსნა შესდგა.[5]

მოხსენიება მოგზაურთა მიერ

რედაქტირება

ალექსანდრე დიუმამ, ამ ადგილებში თავისი მოგზაურობის დროს, მსგავსი ცეცხლი აღწერა ერთ-ერთ ზოროასტრიზმის მიმდევარ ტაძარში.[6] აბშერონის ნახევარკუნძულის წიაღში ბუნებრივი აირის დიდი კონცენტრაციის გამო მრავალი საუკუნის განმავლობაში უწყვეტად ანთია ცეცხლი, რაზედაც გვაუწყებს მარკო პოლო თავის ერთ-ერთ შრომაში.[7]

  1. Янардаг - горящая гора Азербайджанаl.[მკვდარი ბმული]
  2. Огненный Азербайджан: от Янар Даг до Flame Towers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-08. ციტირების თარიღი: 2018-01-08.
  3. Президент Ильхам Алиев выделил средства на реконструкцию культурно-исторического заповедника «Янардаг». Day.Az (2018-07-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-18. ციტირების თარიღი: 2019-06-12.
  4. Редакция. (2019-05-07) Реконструкция заповедника «Янардаг» подходит к концу. Зеркало.az. ციტირების თარიღი: 2019-06-12.
  5. Президент Азербайджана принял участие в открытии реконструированного заповедника 'Янардаг'. Информационное Агентство Репорт. ციტირების თარიღი: 2019-06-12.
  6. Зороастрийские храмы на территории Средней Азии. Журнал "Митра", № 8 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-08. ციტირების თარიღი: 2018-01-08.
  7. Северин Тим. По следам Марко Поло.[მკვდარი ბმული]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება