აბუ ისჰაკ ალ-ფარისი ალ-ისტახრი (آبو إسحاق إبراهيم بن محمد الفارسي الإصطخري) (დ. დაახლ. 850 — გ. 934) — არაბი მოგზაური და გეოგრაფი.

ალ-ისტახრის რუკის ფრაგმენტი

ალ-ისტახრის ბიოგრაფია თითქმის არაა ცნობილი. ნისბის (წარმომავლობის სახელი) მიხედვით უნდა ყოფილიყო ესტაქრიდან (ფარსის პროვინცია, ახლანდელი ირანის ისლამური რესპუბლიკა). თავის თხზუ­ლე­ბაში „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შე­სა­ხებ“ („ქითაბ ალ-მასალიქ ვა ლ-მამალიქ“) ავტორი მიმოიხილავს მუსლიმურ ქვეყნებს დასავლეთ ინდოეთიდან მაროკოსა და ესპანეთამდე. მოკლედ არის აღწერილი თბილისიც, რომელიც მაშინ მუსლიმ ემირთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. თბილისი აღნიშნულია ალ-ისტახრი მიერ შედგენილ რუკაზეც. იგი წერს: „ტფილისი დარუბანდზე ნაკლებია და ორი კედელი აქვს თიხის. სიმდიდრით სავსე ადგილია, ხილ-ბოსტნეულისა და ნათესების უხვად მქონებელი; მრავალი საქონელი და თაფლი ­მტკვრით გააქვთ იქიდან. აქვს თბილი წყლე­ბი მსგავ­სად ტიბერიისა, უცე­ცხლოდ ცხელი. მთელ არანში ბარდავზე, დარუბანდსა და ტფილისზე უფრო დიდი ქალაქი არ არსებობს“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისთახრი, ­ჰოდუდ ალ-ალემი, ჰამდალლაჰ ­ყაზვი­ნი, თარგმ. შენიშვნებითა და სა­ძიებლი­თურთ ვლ. ფუთურიძისა, თბ., 1937
  • Караулов Н. А., Сведения арабских географов IX–X веков, «Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», вып. 29, Тфл., 1901
  • ჯაფარიძე, გოჩა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018.
  • Bolshakov, O. G. (1998). „EṢṬAḴRĪ, ABŪ ESḤĀQ EBRĀHĪM“. Encyclopaedia Iranica, Vol. VIII, Fasc. 6. pp. 646–647.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)