ათგო
ათგო (ინგლ. Athgoe; ირლ. Áth Gó) — გარეუბანი ირლანდიაში, მდებარეობს სამხრეთ დუბლინის საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია). გარეუბანი მდებარეობს ნიუკასლსა და N-7 ავტოტრასას (დუბლინი-ლიმერიკი) შორის.
გარეუბანი | |
---|---|
ათგო Áth Gó | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | გარეუბანი |
პროვინცია | ლენსტერი |
საგრაფო | სამხრეთ დუბლინი |
კოორდინატები | 53°17′15″ ჩ. გ. 6°31′03″ დ. გ. / 53.28750° ჩ. გ. 6.51750° დ. გ. |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ათგო — დასახლება, იწყება ათგოს ბორცვზე და იჭიმება კილდერის საზღვრამდე. ძირითადი საქმიანობაა ცხვრისა და მსხვილი რქოსანი საქონლის მოშენება. დასახელება ამ გარეუბანს მისცა ერთ-ერთმა დინებამ, რომელიც ზღვისკენ მიდის. ამჟამად ეს დინება წარმოადგენს პატარა წყაროს, რომელიც ათგოს მთიდან ჩაედინება მდინარე კამაკში (მდინარე ლიფის შენაკადი) აღმოსავლეთით.
გარეუბნის ძირითადი ღირსშესანიშნაობა არის კარგად შემონახული ორსართულიანი შენობა ათგო-პარკი, რომელიც 1800 წელს ააგეს. ჩრდილო-დასავლეთით პარკთან მდებარეობს ნანგრევები ათგოს ციხე-სიმაგრისა[1], რომელიც XVI საუკუნეში ააგეს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Athgoe Park. Ask about Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.