ნიუკასლი (ირლანდია)
ნიუკასლი (ინგლ. Newcastle; ირლ. An Caisleán Nua, ან-კაჰლან-ნუა) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს სამხრეთ დუბლინის საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია)
დასახლება | |
---|---|
ნიუკასლი An Caisleán Nua | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | დასახლება |
პროვინცია | ლენსტერი |
საგრაფო | სამხრეთ დუბლინი |
კოორდინატები | 53°18′00″ ჩ. გ. 6°30′00″ დ. გ. / 53.30000° ჩ. გ. 6.50000° დ. გ. |
მოსახლეობა | 1 506 კაცი (2006) |
ეროვნული შემადგენლობა | (თეთრი) ირლანდიელები (88,3 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
სახელწოდება ნიუკასლი (სიტყვასიტყვით ახალი ციხე-სიმაგრე) დაკავშირებულია ახალი ციხე-სიმაგრის მშენებლობასთან ირლანდიის ტერიტორიაზე ანგლების შემოჭრის შემდეგ. აქამდე დასახლება ატარებდა სახელს ლიმერინი (ინგლ. Lymerhin). იმისთვის, რომ დასახლება განასხვაონ სხვა დასახლებებისგან, რომლებსაც აგრეთვე ნიუკასლი ჰქვია, სამხრეთ დუბლინში მას ხშირად უწოდებენ Newcastle Lyons[1].
ისტორია
რედაქტირებაანგლების გამოჩენამდე, 1169 წელს, ეს ტერიტორია ეკუთვნოდა Mac Giolla Mo-Cholmóc-ს. შემოჭრის შემდეგ მიწის ფორტიფიკაციური კონსტრუქციები გასწორდა, ყოფილმა მფლობელმა კი უკან დაიბრუნა მიწების ნაწილი ფეოდალური მიწათმოქმედების პირობებზე. მოგვიანებით მიწის უდიდესი ნაწილი დაიკარგა, რადგან ინგლისის მეფემ სამეფო სასახლის აქ აშენება გადაწყვიტა. 1235 წლის დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ნიუკასლის გარშემო მდებარე მიწებს მოჰქონდა კარგი შემოსავალი სიმინდის, ბეწვის, ყველის, ცხვრისა და ხარის ტყავის გაყიდვით. დაახლოებით ამ დროს მეფემ გასცა განკარგულება, მიწები გაექირავებინათ მაქსიმალურად ძვირად[1].
XVI საუკუნეში ნიუკასლი მნიშვნელოვანი ადგილი იყო. მიწა ეკუთვნოდა კილდერის გრაფებს, მასზე მდებარეობდა არანაკლებ ექვსი ციხე-სიამგრისა, რომლებშიც განლაგებული იყო გარნიზონი. მეფე ჯეიმზ I-მა 1613 წელს ნიუკასლს უწოდა დუბლინის საგრაფოს ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი და აამაღლა მისი სტატუსი.
იმ დროს ნიუკასლს მართავდნენ მაგისტრები, ყოველ ხუთშაბათს სოფელში იმართებოდა ბაზარი. 1641 წლის აჯანყების შემდეგ ნიუკასლში განლაგდა დუბლინის საგრაფოს ირლანდიის ჯარის შტაბ-ბინა. ზოგიერთი შეფასების მიხედვით, შეიარაღებული ადამიანების რაოდენობა აღწევდა 5000-ს. თუმცა, 1642 წელს მთავრობამ გადაწყვიტა, დაებრუნებინა მიწები და ნიუკასლში გაგზავნა 2000 ქვეითი და 300 მხედარი. აღმოჩნდა, რომ ყველა მცხოვრები ქონებასთან ერთად ევაკუირებული იყო. ჯარმა უკან დაიხია, რამდენიმე დღის შემდეგ კი უეცრად დაბრუნდა. ნიუკასლი გაძარცვეს, რამდენიმე ადამიანი ჩამოახრჩეს[1].
XVIII საუკუნეში რეგიონის კეთილდღეობის საწინდარს წარმოადგენდა მილის სიშორეზე მდებარე დიდი არხი. XIX საუკუნეში არხის ახლოს დააგეს რკინიგზა. XX საუკუნის დასაწყისში ნიუკასლში აიგო ტუბერკულოზით დაავადებულთა სანატორიუმი[2].
დემოგრაფია
რედაქტირებამოსახლეობა — 1 506 ადაიანი (2006 წლის მონაცემებით). 2002 წელს მოსახლეობა შეადგენდა 1 160 ადამიანს.
2006 წლის აღწერის მონაცემები:
საერთო დემოგრაფიული მაჩვენებლები | |||||
მთელი მოსახლეობა | მოსახლეობის ცვლილება 2002—2006 | 2006 | |||
2002 | 2006 | ადამიანი | % | კაცი | ქალი |
1 160 | 1 506 | 346 | 29,8 | 786 | 720 |
ქვემოთმოყვანილ დაფებში ყველა პასუხის ჯამი (სვეტი „ჯამი“), როგორც წესი, დასახლებული პუნქტის სრულ მოსახლეობაზე ნაკლებია (სვეტი „2006“).
რელიგია (თემა 2 — 5 : ადამიანების რაოდენობა რელიგიების მიხედვით, 2006[3]) | ||||||
კათოლიკეები, ადამ. |
კათოლიკეები, % |
სხვა რელიგია | რელიგიის გარეშე | მითითებული არ არის | ჯამი | 2006 |
1 360 | 90,3 | 75 | 49 | 22 | 1 506 | 1 506 |
ეთნიკურ-რასობრივი შემადგენლობა (ეთნიკურობა. თემა 2 — 3 : მუდმივი მოსახლეობა ეთნიკური ან კულტურული წარმომავლობით, 2006[4]) | ||||||||
თეთრი ირლანდიელები | ლუჰტ-შულტა | სხვა თეთრები | ზანგები ან სხვა შავკანიანი ირლანდიელები | აზიელები | სხვები | მითითებული არ არის | ჯამი | 2006 |
1 318 | 0 | 126 | 3 | 16 | 10 | 20 | 1 493 | 1 506 |
ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გამცემთა წილი, % | ||||||||
88,3 | 0,0 | 8,4 | 0,2 | 1,1 | 0,7 | 1,3 | 100 | 99,11 |
1 — ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გამცემთა წილი მტელ მოსახლეობასთან შეფარდებით.
ირლანდიური ენის ფლობა (თემა 3 — 1 : 3 წლიდან ზემოთ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ირლანდიურად საუბარი, 2006[5]) | ||||
ფლობთ თუ არა ირლანდიურ ენას? | ||||
კი | არა | მითითებული არ არის | ჯამი | 2006 |
570 | 849 | 33 | 1 452 | 1 506 |
ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გამცემთა წილი, % | ||||
39,3 | 58,5 | 2,3 | 100 | 96,41 |
1 — ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მოპასუხეთა წილი მთელ მოსახლეობასთან შეფარდებით.
ირლანდიური ენის მოხმარება | |||||||||
რამდენად ხშირად და სად საუბრობთ ირლანდიურად? | |||||||||
ყოველდღიურად, მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში |
ყოველდღიურად, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე მათ გარეთაც |
სხვა ადგილებში (საგანმანათლებლო სისტემის გარეთ) |
ჯამი | ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გასცეს პასუხი |
2006 | ||||
ყოველდღიურად | ყოველ კვირას | იშვიათად | არასდროს | მითითებული არ არის | |||||
84 | 3 | 13 | 39 | 249 | 169 | 13 | 570 | 1 452 | 1 506 |
ენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გამცემთა წილი, % | |||||||||
5,8 | 0,2 | 0,9 | 2,7 | 17,1 | 11,6 | 0,9 | 39,3 | 100 |
კერძო საცხოვრებლების ტიპი (თემა 6 — 1 : კერძო საკუთრებების რაოდენობა განლაგების ტიპის მიხედვით, 2006[7]) | ||||||
ცალკეული სახლი | ბინა | ოთახი | მოძრავი ქონება | მითითებული არ არის | ჯამი | 2006 |
486 | 51 | 0 | 6 | 7 | 550 | 1 506 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებანიუკასლში შემორჩენილია მიწის კონსტრუქციები, რომლებიც სავარაუდოდ ეკუთვნის ნორმანების შემოსევის დასაწყისს. კონსტრუქციების ნახვა შესაძლებელია ეზოში წმინდა ფინიანის ტაძრისა, რომელიც ააგეს XV საუკუნის დასაწყისში. ტაძარს სახელწოდება დაერქვა პატივსაცემად იმ წმინდანისა, რომელმაც VI საუკუნეში შორიახლოს დააარსა მონასტერი[1]. ტაძარში შემორჩენილია ერთ-ერთი უძველესი მინებიანი ფანჯრები ირლანდიაში[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Newcastle. South Dublin County History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ 2.0 2.1 A Pictorial History of Brittas, Saggart, Newcastle and Rathcoole. Ask about Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-06. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ Theme 2 — 5 : Number of persons by religion, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-20. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Ethnicity. Theme 2 - 3 : Usually resident population by ethnic or cultural background, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-20. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Theme 3 — 1 : Number of persons aged 3 or over by ability to speak Irish, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-20. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Theme 3 - 2 : Irish speakers aged 3 or over by frequency of speaking Irish, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-21. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Theme 6 - 1(a) : Number of private households by type of accommodation, 2006. Central Statistics Office Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-20. ციტირების თარიღი: 2010-02-02.