ათბაშის ქვაბული
ათბაშის ქვაბული (ყირგ. Ат-Башы өрөөнү) — მთათაშორისი ქვაბული შიდა ტიან-შანის სამხრეთ ნაწილში, ყირგიზეთში. მდებარეობს მდინარე ნარინის სამხრეთით. ტერიტორია ირწყვება მდინარე ათბაშითა და მისი მარცხენა შენაკადით — ყარაქოიუნით. გადაჭიმულია დასავლეთ–სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთ–ჩრდილო-დასავლეთით. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოფარგლულია ათბაშის ქედით, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთიდან — ბაიბიჩეთაუს, ნარინთაუს და სხვა ქედებით. სიგრძე 120 კმ, სიგანე 20 კმ, სიმაღლე 2000–2400 მეტრი. აგებულია ნეოგენური და ანთროპოგენური ნალექებით. გავრცელებულია ნახევრად უდაბნოს და ველის ლანდშაფტები; განვითარებულია სარწყავი და ურწყული მიწათმოქმედება.[1]
ათბაშის ქვაბული | |
---|---|
ყირგ. Ат-Башы өрөөнү | |
კოორდინატები: 41°09′ ჩ. გ. 75°46′ ა. გ. / 41.150° ჩ. გ. 75.767° ა. გ. | |
ქვეყანა | ყირგიზეთი |
სიმაღლე | 2000–2400 მ |
სიგრძე | 120 კმ |
სიგანე | 20 კმ |
ჰიდროგრაფია | მდ. ათბაში და ყარაქოიუნი |
აგებულება | ნეოგენური და ანთროპოგენური ნალექები |
ლანდშაფტი | ნახევრად უდაბნო, ველი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Атбашинская котловина // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.