აზერბაიჯანული თეატრი

აზერბაიჯანული თეატრი (აზერ. Azərbaycan teatrı) — აზერბაიჯანელი ხალხის თეატრალური ხელოვნება[1].

10 მარტი ეროვნული თეატრის დღეა. პირველად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით 2013 წლის 10 მარტს აღინიშნა. 2014 წლის მონაცემებით აზერბაიჯანში 26 სახელმწიფო თეატრია[2].

აზერბაიჯანული თეატრალური ხელოვნების წარმოშობა დაკავშირებულია უძველეს ხალხურ ფესტივალებთან და ცეკებთან[3].

 
"ქოსა-ქოსა"

თეატრალური მოქმედების ელემენტები წარმოდგენილია მრავალი სახის აზერბაიჯანულ ხალხურ ხელოვნებაში - თამაშებში, თამაშის სიმღერებში, საქორწილო ცერემონიებში, კალენდრების საზეიმო ღონისძიებებში („ნოვრუზი“ - გაზაფხულის დასაწყისი, „კევ-საჯი“ - ზამთრისთვის მომზადება)[4].

თეატრალური სპექტაკლების პირველადი ფორმები მოიცავს კოლექტიურ მამრობითი ცეკვებს, როგორებიცაა „იალლი“, ასევე ქიანდირბაზების (მუშაითების) წარმოდგენები, დერვიშების წარმოდგენები და ა.შ. აზერბაიჯანის ნაციონალური თეატრის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ხალხურმა თეატრალიზებულმა სცენებმა „ქოსა-ქოსა“, „გარაველი“, „შაჰ სელიმი“, „ქეჩელ ფეჰლივანი“ („მელოტი დევგმირი“ ), „ჯეირან ხანუმი“ და ა.შ. „ქილიმ-არასი“ („ხალიჩის გამო“) თოჯინების თეატრია, რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის თეატრალური კულტურის უძველეს ტიპს.

შუა საუკუნეებში ფართო განვითარება ჰპოვა რელიგიურმა-მისტერიულმა თეატრმა. ასეთ წარმოდგენას ეკუთვნის „შაბიჰი“, რომელიც მუჰარამის დღეს (ტრაგიკული დღე შიიტი მუსლიმებისთვის) იმართებოდა.

ეროვნული აზერბაიჯანული თეატრის შექმნა

რედაქტირება
 
მირზა ფათალი ახუნდოვი

აზერბაიჯანის თეატრი XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა პირველი აზერბაიჯანული დრამატურგის, გამოჩენილი მოაზროვნისა და ფილოსოფოსის მირზა ფათალი ახუნდოვის კომედიების საფუძველზე. პირველი პროფესიული თეატრალური სპექტაკლი აზერბაიჯანულ ენაზე აჩვენეს 1873 წლის 10 მარტს. სპექტაკლის ინიციატორები იყვნენ ჰასანბეკ მელიკოვ-ზარდაბი — სკოლის მასწავლებელი და სკოლის მოსწავლე ნაჯაგულიბეგ ვეზიროვი. პირველი პიესა, რომელიც დაიდგა იყო „ლენქორანის ვეზირი“. სპექტაკლი ბაქოს სახალხო კრების დარბაზში იყო ნაჩვენები. 1873 წლის 17 აპრილს ბაქოს სახალხო კრების იმავე დარბაზში ნაჩვენები იყო მეორე სპექტაკლი ისევ ახუნდოვის რეპერტუარიდან „ჰაჯი ყარა“[5]. პირველი სპექტაკლების შემდეგ, პროფესიული თეატრის ორგანიზაცია შეჩერდა და გარკვეული დროის განმავლობაში ბაქოში არ სპექტაკლები არ დადგმულა. ზარდაბი გაზეთ „ექინჯის“ შექმნით იყო დაკავებული, ხოლო ვეზიროვი რუსეთში სწავლობდა. 1881 წელს შუშაში ნამდვილი სკოლა გახსნა, 1894 წელს - ქალთა დაწყებითი სკოლა, გარდა ამისა გაიხსნა მუსიკალური სკოლა, რამაც ახალგაზრდებში და არა მხოლოდ გაზარდა ინტერესი თეატრისადმი[6]. 1892 წლიდან მოყოლებული ახალგაზრდა პედაგოგები ზაფხულის არდადეგების დროს შუშაში სამოყვარულო სპექტაკლების მოწყობა დაიწყეს. ადრეულ წლებში რეპერტუარი შედგებოდა ახუნდოვის ნაწარმოებებისგან[7].

 
ჰაშიმ ბეი ვეზიროვი

თეატრის მოყვარულთა მზარდმა რაოდენობამ ახალგაზრდა დრამატურგების წარმოშობას შეუწყო ხელი. 1890-იან წლებში შუშაში ჰ. ვეზიროვი ახალგაზრდა პედაგოგების მოყვარულ წრეში აქტიური მონაწილეობას იღებდა. 1892 წელს მ. ფ. ახუნდოვის სპექტაკლებთან ერთად მოყვარულები დგამენ გ. ვეზიროვის პიესას „დაქორწინება წყლის სმა არაა“. ეს სპექტაკლი ჩაშალეს ფანატიკოსებმა მორწმუნეებმა, მსახიობებს მოუწიათ უკანა კარებიდან გაქცევა. მუსულმანურმა სასულიერო პირებმა, რომლებიც თვლიდნენ ლიტერატურასა და თეატრს უხამს საქმიანობად, ხელს უშლიდნენ სპექტაკლების დადგმას. პროგრესულმა ინტელიგენციამ შუშაში დაიწყო ბრძოლა რეაქციებთან და ახალი სპექტაკლების ჩვენება დაიწყო. 1894 წლის ზაფხულში ახალგაზრდა პედაგოგების მიერ დაიდგა შემდეგი სპექტაკლები: „ჰაჯი ყარა“, „მუსიე ჟორდანი“, „დათვი, ყაჩაღზე გამარჯვებული“. 1895 წელს ამ მსახიობებმა თავიდან დადგეს ვეზიროვის სპექტაკლი „დაქორწინება წყლის სმა არაა“. სპექტაკლის წარმატების შესახებ წერდა გაზეთი „თარჯუმანი“[8].

1904 წელს დადგეს შექსპირის „ოტელო“. ტრაგედიის მთარგმნელი და ოტელოს როლის შემსრულებელი გ. ვეზიროვი იყო[9].

XIX საუკუნის მიწურულს აზერბაიჯანულ ენაზე სპექტაკლები წარმოდგენილნი იყვნენ პროვინციულ ქალაქებში - ნუხა, განჯა, შემახა, ნახიჩევანი და სხვები.

1888 წელს ბაქოში, ჰაბიბ-ბექ მახმუდბეკოვის, ს. განიზადისა და ნ. ნარიმანოვის აქტიური მონაწილეობით შექმნა თეატრალური დასი[10]. 1897 წელს ჩამოყალიბდა პირველი პროფესიული ჯგუფი - მუსულმანური დრამატული დასი. აზერბაიჯანულენოვანი რევოლუციური თეატრის რეპერტუარი შედგებოდა აზერბაიჯანელი დრამატურგების, ასევე რუსული და დასავლეთ ევროპული კლასიკოსის ნაწარმოებისაგან.

წარმოშობის პირველ წლებში აზერბაიჯანული თეატრი გახდა განათლებისა და დემოკრატიის იდეების გავრცელების ცენტრი[1].

1908 წელს საქველმოქმედო საზოგადოება „ნაჯათის“ მიერ შეიქმნა ერთიანი დრამატული დასი, რომელიც აერთიანებდა ისეთ პროფესიონალ მსახიობებს, როგორიცაა გ. არაბლინსკი, ს. რუჰულლაჰ, ა.ველი.

1919 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრი[1].

საბჭოთა პერიოდი

რედაქტირება
 
მაჰმუდბეკოვის დასი

აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ყველა თეატრი ნაციონალიზდება და მათი რეპერტუარი მკაცრად კონტროლებდა ხელისუფლების მიერ[11]. სახელმწიფოს სტაბილური ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, ეროვნულმა თეატრმა შემდგომ განვითარებას მიაღწია. 1920 წელს შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო თეატრი, რომელშიც შედიოდა აზერბაიჯანული, რუსული, სომხური დრამატული და საოპერო დასები. 1922 წელს დრამატული თეატრი გადაკეთდა აკადემიურ დრამატული თეატრად. 1920 წელს, შეიქმნა რუსული სატირული თეატრი, რომელიც 1923 წელს ბაქოს მუშაკთა თეატრად გარდაიქმნა[12]. თეატრში დგამდნენ მინიატურებს, მიმოხილვებს, აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური და ყოველდღიური თემების პაროდია. ამასთან ერთად რეპერტუარში შედიოდა კლასიკური ლიტერატურის ნამუშევრები. 1921 წელს აზერბაიჯანის სატირული აგითთეატრი მოეწყო, რის საფუძველზეც ბაქოში აზერბაიჯანელ მშრომელთა და გლეხთა თეატრი შეიქმნა. 1927 წელს ბაქოს თურქი მუშების თეატრად გადაკეთდა. 1928-1930 წლებში შეიქმნა მ. გორკის სახელობის აზერბაიჯანის მოზარდმაყურებლთა თეატრი. 1938 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის მუსიკალური კომედიის თეატრი.

1922 წელს, ტიფლისის აზერბაიჯანული თეატრის საფუძველზე დაარსდა ახუნდოვის სახელობის ტიფლისის აზერბაიჯანული დრამატიული თეატრი, რომელიც 1947 წლამდე არსებობდა[13]. დღესდღეობით ილჰამ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრია. 1928 წელს აზერბაიჯანული თეატრი დაარსებული იყო ერევანშიც. აღსანიშნავია, რომ ის სომხეთის ტერიტორიაზე სხვა ერის პირველი თეატრი იყო[14].

აზერაიჯანის მუსიკალური თეატრი

რედაქტირება

თეატრის პოპულარობამ ხელი შეუწყო თეატრალური ხელოვნების ახალი ფორმის - მუსიკალური თეატრის ჩამოყალიბებას. 1897—1898 წლებში შუშაში და 1901—1902 წლებში ბაქოში ნაჩვენები იყო ერთ მოქმედებიანი სასცენო სურათები „ლეილი მეჯნუნისა“ და „ფარჰადისა და შირინის“ პოემებით. 1908 წლის 12 იანვარს ბაქოში დაიდგა პირველი ეროვნული ოპერა უზეირ ჰაჯიბეკოვისა „ლეილი და მეჯნუნი“. ამ თარიღიდან იწყება აზერბაიჯანული პროფესიული მუსიკალური თეატრის ისტორია. თავდაპირველად აზერბაიჯანული მუსიკალური თეატრის რეპერტუარი შედგებოდა უ. ჰაჯიბეკოვის ნაწარმოებებისგან — „ლეილი და მეჯნუნი“, „შეიხ სანანი“, „რუსტამი და ზოჰრაბი“, „შაჰ აბასი და ხურშიდ ბანუ“, ასევე მუსიკალური კომედიები „ცოლი და ქმარი“, „ეს თუ არა ის“, „არშინ მალ ალანი“. მალევე მუსიკალური თეატრის რეპერტუარი გამდიდრდა ზულფუგარ ჰაჯიბეკოვის ნაწარმოებებით, ასევე მუსლიმ მაგომაევის ოპერით „შაჰ ისმაილი“, მუსიკალური კომედიით „მოლა ჯაბი“ და „ვურ-ა-ვური“ და ა.შ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 АЗЕРБАЙДЖАНСКИЙ ТЕАТР
  2. Национальный день театра будет отмечен в Баку 10 марта[მკვდარი ბმული]
  3. АЗЕРБАЙДЖАНСКАЯ СОВЕТСКАЯ СОЦИАЛИСТИЧЕСКАЯ РЕСПУБЛИКА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-31. ციტირების თარიღი: 2019-02-24.
  4. БСЭ. Азерб. ССР. Театр и кино. стр. 479
  5. Азербайджанский театр за 100 лет. А. А. Алиева. Азербайджанское государственное издательство. 1974 г.
  6. Модернизация и становление современной интеллигенции
  7. Становление и развитие азербайджанского театра. Ингилаб Керимов 1991 г.
  8. Газета «Новое обозрение» 16 августа 1894 г.
  9. Газета «Новости дня» 8 сентября 1904 г.
  10. Алиева А. А. Азербайджанский театр за 100 лет. — Баку, 1974, с. 6
  11. АЗЕРБАЙДЖАН. ЭКОНОМИКА
  12. Бакинский государственный свободный сатир-агиттеатр.
  13. Тифлисский азербайджанский театр
  14. Б. Арутюнян. Армянский театр / Под ред. А. Анастасьева. — История советского драматического театра: 1926-1932: Наука, 1967. — Т. 3. — С. 343. — 616 с.