მაქსიმ გორკის სახელობის აზერბაიჯანული მოზარდმაყურებლის თეატრი
მაქსიმ გორკის სახელობის აზერბაიჯანული მოზარდმაყურებლის თეატრი (აზერ. Azərbaycan Dövlət Gənc Tamaşaçılar Teatrı) — თეატრი ქალაქ ბაქოში.
თეატრის ისტორია
რედაქტირებათეატრი დაარსდა 1928 წელს. მისმა რუსულმა დასმა მაშინ წარმოადგინა პირველი დადგმა. 1930 წელს უკვე აზერბაიჯანული დასიც ჩამოყალიბდა ბაქოს მეზღვაურთა კლუბის პიონერთა დრამატიული წრის ბაზისზე.[1]
ჩამოყალიბება და რეპერტუარი
რედაქტირებათეატრის დაარსების პირველ წლებში იდგმებოდა მხოლოდ რუსი მწერლების პიესები, რომელთა ჩვენება მთელ სსრკ-ის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ეს პიესები ითარგმნებოდა აზერბაიჯანულ ენაზე. 1930-ან წლებში კი უკვე თანდათანობით იწერებოდა აზერბაიჯანელი მწერლების პიესები: ჯაფაროვისა და მელიქ-ეგანოვის „ქუჩებში“ (1932), „ნარგიზი“ (1936), „აიაზი“ (1937), „ოქროს ჩიტი“ (მიმინო) სეიდზადე (1938), ისკანდეროვისა და რახმანის „პარტიზანი მამედი“ (1939).
1936 წელს თეტრს მიენიჭა მაქსიმ გორკის სახელწოდება.[1].
თეატრი ასევე დგამდა რუსი მწერლებისა და საზღვარგარეთის კლასიკურ დრამატურგიასაც. ასეთებია ნ. ვ. გოგოლის „რევიზორი“ (1937), შექსპირის „ორი ბატონის მსახური“, ა. ნ. ოსტროვსკის „როგორ იწრთოდა ფოლადი“ (1947).