აზერბაიჯანის სიმღერის სახელმწიფო თეატრი

რაშიდ ბეიბუთოვის სახელობის აზერბაიჯანის სიმღერის სახელმწიფო თეატრი (აზერ. Azərbaycan Dövlət Mahnı Teatrı) — თეატრი აზერბაიჯანში. დაარსდა 1968 წელს სსრკ-ის სახალხო არტისტ რაშიდ ბეიბუთოვის მიერ.

რაშიდ ბეიბუტოვის სახელობის აზერბაიჯანის სიმღერის სახელმწიფო თეატრი

თეატრის სტრუქტურა

რედაქტირება

თეატრის შენობა აშენებულია 1901 წელს არქიტექტორ ი. გოსლავსკის პროექტის მიხედვით, ბერძნული აღორძინების სტილში.[1] შენობის ფრონტომზე აღბეჭდილია ორი ლირა და ორი გვერდითი კარი შეცვლილია ფანჯრებით და თუჯის მესერით ნიზამის ქუჩიდან. 1901 წელს შენობა აშენდა სინაგოგისათვის.

თეატრის რეპერტუარი

რედაქტირება

თეატრის რეპერტუარს შეადგენს ისეთი ეროვნული კომპოზიტორების ნაწარმოებები, როგორებიც არიან უზეირ ჰაჯიბეკოვი, ფიქრეთ ამიროვი, ყარა ყარაევი, რაუფ ჰაჯიევი, ტოფიგ კულიევი, ჯაჰანგირ ჯაჰანგიროვი, ფოლად ბულბულოღლი, რამიზ მირიშლი, ფაიგ სუჯედინოვი, აზერ დადაშევი და სხვა. რეპერტუარის არსს წარმოადგენენ ხალხური სიმღერები, მუღამები და ტესნიფები. თეატრი ინარჩუნებს ორიგინალურ სტილს, რომელიც ახასიათებდა რაშიდ ბეიბუთოვს.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jewish Encyclopedia
  2. [1] Азербайджанский Государственный театр имени Рашида Бейбутова
  3. Театр песни им. Рашида Бейбутова