ჯაჰანგირ ჯაჰანგიროვი
ჯაჰანგირ შირგაშთ-ოღლუ ჯაჰანგიროვი (აზერ. Cahangir Şirgəşt oğlu Cahangirov; დ. 20 ივლისი, 1921— გ. 25 მარტი, 1992) — საბჭოთა და აზერბაიჯანული კომპოზიტორი, დირიჟორი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1964). მესამე ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატი (1950).
ჯაჰანგირ ჯაჰანგიროვი | |
---|---|
აზერ. ჯაჰანგირ ჯაჰანგიროვი | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯახჰანგიროვი ჯაჰანგირ შირგიაშთ ოღლუ |
დაბ. თარიღი | 20 ივლისი, 1921 |
დაბ. ადგილი | ბალახანი, ბაქოს მაზრა, აზერბაიჯანის სსრ |
გარდ. თარიღი | 25 მარტი, 1992 (70 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | საპატიო ხეივანი |
ჟანრ(ებ)ი | ქანთრი, როკ-ენდ-როლი,ბლუზი, ხალხური |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯაჰანგირ ჯაჰანგიროვი დაიბადა 1921 წლის 20 ივლისს სოფელ ბალახანში. დაამთავრა ა. ზეინალის სახელობის მუსიკალური სკოლა, შემდეგ კი ბაქოს კონსერვატორია. 1944 წლიდან 1960 წლამდე პერიოდში ჯაჰანგიროვი ხელმძღვანელობდა გუნდს აზერბაიჯანის სსრ სამაუწყებლო კომიტეტს. მის მიერ დაწერილი სიმღერების უმეტესი ნაწილი პირველად შეასრულა მისმა მომღერლების გუნდმა. ამის შემდეგ, იგი იყო აზერზაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი. გარდაიცვალა 1992 წლის 25 მარტს. ის დაკრძალეს ბაქოში საპატიო სამარხის ხეივანი.