აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი
რუსტამ მუსტაფაევის სახელობის აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (აზერ. Rüstəm Mustafayev adına Azərbaycan Milli İncəsənət Muzeyi) — უდიდესი ხელოვნების მუზეუმი აზერბაიჯანში, სადაც 17 000-ზე მეტი ნამუშევარი ინახება[1].
აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი აზერ. Azərbaycan Milli İncəsənət Muzeyi | |
---|---|
აზერ. Azərbaycan Milli İncəsənət Muzeyi | |
მუზეუმის პირველი კორპუსი | |
40°21′47″ ჩ. გ. 49°49′54″ ა. გ. / 40.36305611° ჩ. გ. 49.83166694° ა. გ. | |
დაარსდა | 1936 წ |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მდებარეობა | ბაქო |
დირექტორი | ჩინგიზ ფარზალიევი |
ოფიციალური საიტი | [www.nationalmuseum.az www.nationalmuseum.az] |
მუზეუმი დაფუძნდა 1936 წელს[2] და 1943 წელს აზერბაიჯანის თეატრალური და დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი დამფუძნებელი, ცნობილი აზერბაიჯანის თეატრის მხატვრის რუსტამ მუსტაფაევის პატივსაცემად დასახელდა[3].
ისტორია
რედაქტირება1920 წელს, აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმში შეიქმნა ხელოვნების დეპარტამენტი. 1936 წელს გადაწყდა დამოუკიდებელი მუზეუმის შექმნა[4]. თავდაპირველად ხელოვნების დეპარტამენტი მდებარეობდა მილიონერ ჰაჯი ზეინალაბდინ თაღიევის სასახლეში, სადაც დღეს აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი მდებარეობს. მუზეუმის გაიხსნა 1937 წელს[5]. შემდეგ მუზეუმისთვის ნიზამი განჯევის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის მეხუთე სართული გამოიყო[6].
1943 წელს მუზეუმმა დაიწყო აზერბაიჯანის თეატრალური და დეკორატიული ხელოვნების ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი აზერბაიჯანელი თეატრის მხატვრის რუსტამ მუსტაფაევის სახელის ტარება. 1950-იანი წლების დასაწყისამდე მუზეუმი მდებარეობდა რამდენიმე მცირე ისტორიულ სასახლეებში, სადაც ეწყობოდა ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები. მრავალი წლის მანძილზე მუზეუმს ხელმძღვანელობდნენ აზერბაიჯანელი ხალხური მხატვრები, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატები სალამ სალამზადე, ქაზიმ ქაზიმზადე, იბრაჰიმ ზეინალოვი.
1951 წელს აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა მირზაფარ ბაგიროვმა ხელოვნების მუზეუმს გადასცა შენობა, რომელიც ცნობილია როგორც „დე ბურის სასახლე“[7]. ახალ შენობაში შეიქმნა ახალი ექსპოზიცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ხელოვნების ნამუშევრების საუკეთესო მაგალითები მუზეუმის კოლექციიდან. მოგვიანებით, მუზეუმი გახდა ხელოვნების ისტორიის ცენტრი. აქ იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიებები: მხატვართა საიუბილეო გამოფენები, მუსიკალური საღამოები, ინტელექტუალების შეხვედრები და სხვა[4].
1992-93 წლებში სახალხო ფრონტის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს დე ბურის სასახლიდან მუზეუმის „გამოსახლება“ და განათავსონ იგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. შემდეგ აზერბაიჯანის ავტორიტეტული კულტურის მოღვაწეების ჯგუფი, მათ შორის ელმირა შახტახტინსკაია, მიქაელ აბდულაევი, ტოკაი მამედოვი და სხვები შეხვდნენ პრეზიდენტ აბულფაზ ელჩიბეის, რის შემდეგაც გადაწყდა მუზეუმის მოცემულ შენობაში დატოვება[8].
1994 წლიდან 2003 წლამდე მუზეუმის დირექტორი იყო მოქანდაკე იბრაჰიმ ზეინალოვი[9], 2003 წლიდან 2010 წლამდე - ხელოვნების დოქტორი ისრაფილ ისრაფილოვი და 2010 წლიდან დღემდე მუზეუმის დირექტორის თანამდებობა უკავია აზერბაიჯანის დამსახურებულ არტისტს, პროფესორ ჩინგიზ ფარზალიევს.
2013 წლის 7 ივნისს ხელოვნების მუზეუმის ახალი შენობა-ნაგებობა გაიხნა. გახსნის ცერემონიას პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა დაესწრნენ[10].
მუზეუმის კოლექცია
რედაქტირებამუზეუმის 60 ოთახში გამოფენილია 3000-ზე მეტი ექსპონატი. პირველი შენობის შვიდი ოთახი განკუთვნილია ევროპელი მხატვრებისთვის, 10 - რუსი მხატვრებისთვის და დანარჩენი ირანული, თურქული და იაპონური ხელოვნებისთვის. მეორე შენობაში ყველა 30 ოთახი დაკავებულია აზერბაიჯანული მხატვრების მიერ. გამოფენაში წარმოდგენილია აზერბაიჯანული სახვითი და დეკორატიული ხელოვნება, სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხალხური ხელოვნების ნიმუშები. ასევე არსებობს უძველესი აზერბაიჯანის ხელოვნების განყოფილება, სადაც წარმოდგენილია კერამიკის, ლითონის, ნაქარგების, ეროვნული ტანსაცმლის ორნამენტები. წარმოდგენილია ასევე ყარაბაღის, ყაზახის, შირვანისა და აბშერონის ბევრი ხალიჩაა. არსებობს სპეციალური განყოფილება, სადაც წარმოდგენილია მამაკაცებისა და ქალების ქამრები და ხანჯლები. საერთო ჯამში, მუზეუმში დაახლოებით 17,000 ნამუშევრია, მაგრამ მცირე ადგილის გამო, მუზეუმის ყველა ექსპონატი ერთდროულად ვერ იფინება. აქედან გამომდინარე, ექსპონატები პერიოდულად იცვლება ისე, რომ ნამუშევრების უმრავლესობა იყოს ნაჩვენები[6].
გალერეა
რედაქტირება-
კერამიკის ჭურჭელი ნახიჩევანიდან. II ათასწლეული ჩვ.წ
-
კერამიკის ჭურჭლი გაბალიდან. I ათასწლეული ჩვ.წ.
-
კერამიკის ჭურჭელი მინგეჩაურიდან
-
სიცოცხლის ხე, შაქის ხანის სასახლიდან, მე -18 საუკუნის ბოლო. უსტა გამბარ ყარაბაღი
-
უცნობი მხატვარი. დერვიშ სულთან ბაიაზიდის პორტრეტი. XIX საუკუნე.
-
ბაჰრუზ ქანგარლი - ქალის პორტრეტი. 1920 წ
-
აზიმ აზიმზადე - "რამაზანი მდიდარის სახლში". 1932 წ
-
ალექსეი ვენეციანოვი. "შეხვედრა ჭასთან". 1843 წ
-
ივანე შიშკინი. "არყის ხის კორომი". 1878 წ
-
არხიპ კუინჯი. ვოლგა.
-
პეტრე ვერესჩაგინი. "ბაქოს ხედი ზღვიდან". 1872 წ
-
ფრანჩესკო სოლიმენა. "ორიფეას გატაცება"
-
ლეანდრო ბასსანო. ქალის პორტრეტი. XVII ს
-
უცნობი მხატვარი. "ხედი ვენეციაზე". XVIII ს
-
უცნობი ფლორენტიელი მხატვარი - "შეხვედრა". XVI საუკუნე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Чингиз ФАРЗAЛИEВ, директор Национального музея искусств Азербайджана: «Наша коллекция насчитывает свыше 17 тысяч экспонатов». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-05. ციტირების თარიღი: 2018-08-25.
- ↑ В. Г. Власов. Большой энциклопедический словарь изобразительного искусства. — Лита, 2000. — Т. 1. — С. 534
- ↑ Мустафаев Рустам Мамед оглы // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
- ↑ 4.0 4.1 НАУЧНО-ИССЛЕДОВАТЕЛЬСКАЯ РАБОТА В МУЗЕЕ НА ОСНОВЕ ФОНДОВ: НА ПРИМЕРЕ АЗЕРБАЙДЖАНСКОГО ГОСУДАРСТВЕННОГО МУЗЕЯ ИСКУССТВ ИМ. Р. МУСТАФАЕВА
- ↑ Азәрбајҹан инҹәсәнәт музеји / Под ред. Дж. Б. Кулиева. — Азербайджанская Советская Энциклопедия: Главная редакция АСЭ, 1976. — Т. 1. — С. 144.
- ↑ 6.0 6.1 Breathing Life Back Into Art - The National Art Museum
- ↑ ГРАДОСТРОИТЕЛЬСТВО БАКУ - XIX - начала XX веков
- ↑ Т. Гумбатова. Де-Буровский дворец
- ↑ İbrahim İsmayıl oğlu Zeynalov - (აზერბაიჯანული)
- ↑ Ильхам Алиев принял участие в церемонии открытия нового корпуса Азербайджанского национального музея искусств - president.az