ივანე შიშკინი

რუსი ფერმწერი

ივანე ივანეს ძე შიშკინი (რუს. Шишкин, Иван Иванович; დ. 13 (25) იანვარი, 1832, ელაბუგა, — გ. 8 (20) მარტი, 1898, პეტერბურგი) — რუსი ფერმწერი, რეალისტური პეიზაჟური ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

ივანე შიშკინი
დაიბადა 25 იანვარი, 1832
დაბადების ადგილი ელაბუგა, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 20 მარტი, 1898 (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[1]
ეროვნება რუსი
სფერო მხატვრობა
მომზადება მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი,
საიმპერატორო სამხატვრო აკადემია
მიმდინარეობა რეალიზმი
ჟანრი პეიზაჟი
ცნობილი ნამუშევრები დილა ფიჭვის ტყეში

ბიოგრაფია რედაქტირება

1852-1856 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში ხოლო 1856-1865 წლებში პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ს. ვორობიოვთან. 1862-1865 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის პენსიონერი მიუნხენში, პრაღასა და დიუსელდორფში, აკადემიკოსი (1865), პროფესორი (1873), მოძრავი სამხატვრო-საგამოფენო ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი. თავდაპირველად რომანტიკული პეიზაჟური ტრადიციების მიმდევარი („კუნძულ ვალაამის ხედი“, 1858). 1860-იან წლებში უარყო კოლორიტისა და შუქ-ჩრდილის პირობითობა და რეალისტურ პოზიციებზე დადგა. ამ პერიოდიდან ზუსტად გადმოსცემს რუსული ბუნების მრავალფეროვნებას („ტყის კაფვა“, 1867), მის სიდიადეს და სილამაზეს, აღწევს ტონალურ მთლიანობას: „მზით განათებული ფიჭვები“ (1886), „დილა ფიჭვის ტყეში“ (1889, დათვები დახატა ა. სავიცკიმ).

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 10.
  • Ф. Булгаков, «Альбом русской живописи. Картины и рисунки И. И. Ш.» (СПб., 1892);
  • А. Пальчиков, «Перечень печатных листов И. И. Ш.» (СПб., 1885)
  • Ровинский Д. А, «Подробный словарь русских граверов XVI—XIX вв.» (т. II, СПб., 1885).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Шишкин Иван Иванович — 3-е изд. — М.: Советская энциклопедия, 1969.