აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (ASUE) (აზერ. Azərbaycan Dövlət İqtisad Universiteti (ADIU)) — სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი დაარსდა 1930 წელს და სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტს 14 ფაკულტეტი აქვს, სადაც 16 000 სტუდენტი იღებს განათლებას. უნივერსიტეტ 57 სამაგისტრო პროგრამა აქვს, დასაქმებულია 1000-ზე მეტი ლექტორი, მათ შორის 62 პროფესორი და 344 დოცენტი, რომელთა შორისაც არიან აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის აქტიური წევრები, სახელმწიფო ჯილდოთა მფლობელები, საპატიო მასწავლებლები და მეცნეირები. აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, ისლამური სამყაროს უნივერსიტეტთა ფედერაციის, შვი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საუნივერსიტეტო საბჭოსა და ევრაზიის უნივერსიტეტთა ასოციაციის სრული წევრი.

Azərbaycan Dövlət İqtisad Universiteti
დაფუძნდა 19 ივნისი, 1930[1]
ატარებს სახელს კარლ მარქსი და დადაშ ბუნიადზადე
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი
რექტორი Adalat Muradov
სტუდენტი 16 686[2]
ქვეყანა აზერბაიჯანი
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[3] , Black Sea Universities Network[4] , Islamic world Educational, Scientific and Cultural Organization[5] და Eurasian Universities Union[6]
აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი — აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი
https://unec.edu.az, https://unec.edu.az/ და https://unec.edu.az/en/[7]
აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის შენობა ისტიგლალიატის ქუჩაზე

2007 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერისტეტში საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა, ასევე გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგებული 7 სართულიანი საგანმანათლებლო შენობა. იმავე წელს უნივერსიტეტმა „ევროპული ხარისხის“ ჯილდო მიიღო.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა ითვალისწინებდა როგორც 2010 წლამდე საგანმანათლებლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებამდე აყვანას, საერთაშორისო აკრედიტაციის დასრულებას და ბოლონიის პროცესთან სესაბამისობაში მოყვანას, ასევე საგანმანათლებლო მომსახურების საერთაშორისო ბაზარზე უფრო აქტიურ მონაწილეობას. დღეისთვის უნივერსიტეტის რექტორი ადალათ მურადოვია, რომელსაც 5 ვიცე-რექტორი ჰყავს.[8][9].

 
უნივერსიტეტის რექტორი - ადალათ მურადოვი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი თავდაპირველად ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც 1934 წელს გამოეყო. სხვადასხვა დროს უნივერსიტეტს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ და ზოგჯერ კვლავ ერწყმოდა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს. მისი შექმნის დროს, 1930 წელს მას სავაჭრო-კოოპერატიული ინსტიტუტი ეწოდებოდა. 1933 წელს აზერბაიჯანის სსრ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით მას კარლ მარქსის სახელობის აზერბაიჯანის სოციალურ-ეკონომიკური უნივერსიტეტი ეწოდა. 1936 წელს უნივერსიტეტის სახელი ოდნავ შეიცვალა და კარლ მარქსის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ასეუ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის განყოფილებას მიუერთდა. 1944 წელს უნივერსიტეტი კვლავ გამოეყოა და აზერბაიჯანის ეროვნული ეკონომიკური ინსტიტუტი ეწოდა. 1959 წელს ასეუ კვლავ ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და კიდევ ერთხელ გამოეყო 1966 წელს. 1987 წელს ინსტიტუტის სახელწოდება ფინანსურ-ეკონომიკურ ინსტიტუტად შეიცვალა, ხოლო2000 წელს ამჟამინდელი სახელი ეწოდა.

დერბენტის ფილიალი

რედაქტირება
 
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის დერბენტის განყოფილება ჰეიდარ ალიევის მიერ 1993 წელს დაარსდა, თუმცა ოფიციალური გახსნის ცერემონია მხოლოდ 2016 წლის ნოემბერში გაიმართა. დერბენტის ფილიალის მთლიანი ფართო 11 000 კმ²-ს აღემატება. უნივერსიტეტში 32 საკლასო ოთახია , რომელიც 1000-ზე მეტ სტუდენტს იტევს. პირველ წელს უნივერსიტეტში 69 ადამიანი რეკრუტირდა. დღეისთვის სტუდენტებს ოთხ: მსოფლიო ეკონომიკის; ფინანსებისა და საკრედიტო; სააღრიცხვო, ანალიზისა და აუდიტის და ზოგადი ეკონომიკის მიმართულებებზე შეუძლიათ სწავლა. დერბენტის ფილიალის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პრივილეგიებით - შეუძლიათ მიიღონ ორმაგი დიპლომი და მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებშიც.[10][11]

ზაქათალის ფილიალი

რედაქტირება
 
უნივერსიტეტის კარიერული ცენტრის ლოგო

აზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს ზაქათალის რაიონშიც. აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2016 წლის 29 აპრილის ბრძანების შესაბამისად აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის განყოფილებაში ზაქათალის ფილიალი გაიხსნა. ფილიალის ოფიციალური გახსნის ცერემონია 2016 წლის 15 სექტემბერს გაიმართა. ფილიალში ოთხი მიმართულება ფუნქციონირებს: ბიზნეს-მენეჯმენტი, ფინანსები, სააღრიცხვო და ეკონომიკა. პირველ წელს ზაქათალის ფილიალში აზერბაიჯანის 37 რეგიონის 113 სტუდენტი ჩაირიცხა.[12][13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება