დადაშ ბუნიადზადე
დადაშ ხოჯა ოღლი ბუნიადზადე (აზერ. Dadaş Xoca oğlu Bünyadzadə; დ. 8 აპრილი, 1888 — გ. 21 აპრილი, 1938) — აზერბაიჯანის სსრ პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.
დადაშ ბუნიადზადე | |
---|---|
აზერ. Dadaş Bünyadzadə | |
დაბადების თარიღი | 8 აპრილი, 1888 |
დაბადების ადგილი | ფატმაი |
გარდაცვალების თარიღი | 21 აპრილი, 1938 |
გარდაცვალების ადგილი | Kommunarka shooting ground |
მოქალაქეობა | სსრკ |
ჯილდოები | Order of the Red Banner of Labour of the TSFSR, Order of the Red Banner of Labour of the Azerbaijan SSR და "Honorary Proletarian" badge |
ბიოგრაფია
რედაქტირებადადაშ ბუნიადზადე დაიბადა 1888 წლის 8 აპრილს სოფელ ფატმაიში, გლეხის ოჯახში[1].
1917 წლის მარტში გახდა პარტია „ჰუმეთის“ დროებითი კომიტეტის წევრი, ივლისიდან კი ბოლშევიკური გაზეთის „ჰუმეთის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი[2].
1918 წლის აპრილს ბაქოს მუშათა, ჯარისკაცთა და მეზღვაურთა დეპუტატთა საბჭომ ჩამოაყალიბა ადგილობრივი მმართველობა - ბაქოს სახალხო კომისართა საბჭო. ბუნიადზადე დაინიშნა ბაქოს ოლქში კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საგანგებო კომისრად[3].
28-29 მარტს, ბუნიადზადეს თავმჯდომარეობით, ასტრახანში გაიმართა მუსლიმი მუშათა შეხვედრა[4].
ბუნიადზადე იყო რედაქტორი ასტრახანში გამოქვეყნებული ყოველკვირეული გაზეთის „ჰუმეთის“[5], ასევე იყო თათარი კომუნისტების გაზეთი „თართიშის“ რედაქტორი[6].
1919 წლის ივლისში დაბრუნდა ბაქოში.
1920 წლის 11 თებერვალს აზერბაიჯანის კომუნისტური ორგანიზაციების I კონგრესი არალეგალურად შეიკრიბა ბაქოში მუშათა კლუბის შენობაში, სადაც მოხდა პარტია „ჰუმეთის“, „ადალათისა“ და სკკპ ბაქოს კომიტეტი გაერთიანდნენ აზერბაიჯანის კომუნისტურ პარტიად (ბოლშევიკები).
ბუნიადზადე სხვა პირებთან ერთად აირჩიეს კონგრესის პრეზიდიუმში[7].
აზერბაიჯანის კომუნისტებმა მთელი სამხედრო-საბრძოლო სამუშაოების კონცენტრირება მოახდინეს ბაქოს რეგიონის საბრძოლო ორგანიზაციის ცენტრალური შტაბის ხელში, რომელმაც ფუნქციონირება 1-ლ თებერვალს დაიწყო. დადაშ ბუნიათზადე იყო შტაბის წევრი და პასუხისმგებელი იყო ჯარში პოლიტიკურ მუშაობაზე[8].
აზერბაიჯანის კომუნისტებმა მთელი სამხედრო-საბრძოლო სამუშაოები ბაქოს რეგიონის საბრძოლო ორგანიზაციის ცენტრალურ შტაბს გადასცეს. დადაშ ბუნიადზადე აღნიშნული შტაბის წევრი იყო. ის პასუხისმგებელი იყო ჯარში პოლიტიკურ მუშაობაზე[8].
საბჭოთა ძალაუფლების დამყარების შემდეგ ბუნიადზადე განათლებისა და სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარი გახდა[9].
1920 წლის მაის-ივნისში კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა რაიონებში გაგზავნა რამდენიმე წამყვანი პარტიული მუშაკი. 13 მაისს ბუნიადზადე დაინიშნა ყარაბაღისა და ზანგეზურის საგანგებო კომისრად. მას გააჩნდა ფართო უფლებები. ის იყო დაკავებული ოლქებში პარტიის პოლიტიკის გატარებით. მას უფლება ჰქონდა საჭიროების შემთხვევაში დაეთხოვა პარტიული ორგანიზაციები და ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე დაენიშნა პარტიული კომიტეტების წევრები[10]. 21 მაისს ის დაბრუნდა ბაქოში.
ბუნუადზადე 1929 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შექმნისას დაინიშნა მის პირველ რექტორად[11]. იყო აზერბაიჯანის ინდუსტრიალიზაციის კომისიის წევრი, რომელიც შეიქმნა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ 1926 წლის 3 თებერვალს[12].
დააპატიმრეს 1937 წლის 20 ივნისს. 1938 წლის 21 აპრილს მიესაჯა სიკვდილით დასჯა ანტისაბჭოთა ნაციონალისტური დივერსიული და ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით. დახვრიტეს იმავე დღეს[1][13].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Москва, расстрельные списки - Коммунарка
- ↑ Буниатзаде Дадаш Ходжа оглы
- ↑ Азимов Г. Бакинская Коммуна. — Баку: Гянджлик, 1982. — С. 101.
- ↑ Коммунисты-азербайджанцы в Советской России (1918—1920 гг.) // Труды Института истории партии ЦК КП Азербайджана. Т. 29.. — Баку, 1968. — С. 41.
- ↑ Коммунисты-азербайджанцы в Советской России (1918—1920 гг.) // Труды Института истории партии ЦК КП Азербайджана. Т. 29.. — Баку, 1968. — С. 42.
- ↑ Коммунисты-азербайджанцы в Советской России (1918—1920 гг.) // Труды Института истории партии ЦК КП Азербайджана. Т. 29.. — Баку, 1968. — С. 32, прим. 9.
- ↑ Гусейнов А. Алигейдар Караев (биографический очерк). — Баку: Азербайджанское государственное издательство, 1976. — С. 40.
- ↑ 8.0 8.1 Дарабади П. Военные проблемы политической истории Азербайджана начала XX века. — Баку: Элм, 1991. — С. 148.
- ↑ Декреты Азревкома. — Б.: Азернешр, 1988. — С. 13-14.
- ↑ Папуша З. Е. Среди крестьянских масс (Деятельность Компартии Азербайджана в деревне в 1920 — 1921 гг.). — Баку: Азербайджанское государственное издательство, 1967. — С. 29.
- ↑ Директоры и ректоры Азербайджанского Государственного Аграрного университета (бывшие АСХИ, АСХА)
- ↑ Раджабов Р. ЦКК — РКИ Азербайджана в борьбе за построение социализма (1920 - 1934). — Баку: Азербайджанское государственное издательство, 1968. — С. 67.
- ↑ 13.0 13.1 1938. Апрель