სურენ ავჩიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ავჩიანი, სურენ)

სურენ გიორგის ძე ავჩიანი (დ. 5 აგვისტო, [ძვ. სტ. 24 ივლისი], 1904, თბილისი — გ. 2 ივნისი, 1985) — სომეხი მწერალი, ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1964).

სურენ ავჩიანი
დაბადების თარიღი 24 ივლისი (6 აგვისტო), 1904[1] ან 5 აგვისტო, 1904(1904-08-05)[2]
დაბადების ადგილი თბილისი[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 2 ივნისი, 1985(1985-06-02)[2] (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[2]
დასაფლავებულია თბილისის სომხური პანთეონი
საქმიანობა მწერალი[1] [2] , cultural activist[1] და მთარგმნელი[2]
ეროვნება სომხები[1] [2]
ალმა-მატერი ნერსისიანის სკოლა[1]
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[2]

განათლება მიიღო თბილისში, ნერსესის სემინარიაში (1916–1920). ცხოვრობს საქართველოში. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1923 წელს. ავტორია პიესებისა „სოსი და ვარდითერი“ (1946), „ქოროღლი“ (1948), „საიათნოვა“ (1950), „პელ-პუღი“ (1956), ლექსთა კრებულისა „ლექსები“ (1959). მისი შრომებიდან აღსანიშნავია „ხელოვნება და ხელოსნობა“ (1930), „ქართულ-სომხური თეატრალური ურთიერთობანი“ (1960). ეწევა ნაყოფიერ მთარგმნელობითს მოღვაწეობას: სომხურიდან ქართულად თარგმნა ო. თუმანიანის „დავით სასუნცი“ (1939), ა. შირვანზადეს „ქაოსი“ (1950) და სხვა, ქართულიდან სომხურად — ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები და „ბედი ქართლისა“ (1946), კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Հայկական համառոտ հանրագիտարանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 1.