ავტოქორები
ავტოქორები (ბერძ. άυτο — „თვით“, χωρέω — „მივდივარ“, „წინ მივიწევ“) — მცენარეები, რომლებიც ვრცელდება გარემო ფაქტორთა ზემოქმედების გარეშე: ან გახეთქილი მწიფე ნაყოფიდან თესლის გატყორცნით (მექანოქორია), ან ნიადაგში ნაყოფის თვითჩამარხვის გზით (გეოკარპია), ანდა სიმძიმის ძალის მეშვეობით ნაყოფისა და თესლის ჩამოცვენით (ბაროქორია).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 176.