ავსტრია-იტალიის ომი

ავსტრია-იტალიის ომი
იტალიის დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი
Die Seeschlacht bei Lissa.jpg
საზღვაო ბრძოლა კ. ლისასთან (1866 წ.)
თარიღი 20 ივნისი10 აგვისტო, 1866
მდებარეობა ევროპა
შედეგი იტალია–პრუსიის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
ვენეციის ოლქი იტალიას გადაეცა
მხარეები
Flag of the Habsburg Monarchy.svg ავსტრია Flag of Prussia (1892-1918).svg პრუსია
Flag of Italy (1861–1946).svg იტალია
ძალები
600,000 800,000
დანაკარგები
20,000 მკვდარი და დაჭრილი 37,000 მკვდარი ან დაჭრილი
Commons-logo.svg ავსტრია-იტალიის ომი ვიკისაწყობში

ავსტრია-იტალიის ომი ან მესამე ომი იტალიის დამოუკიდებლობისათვისავსტრიის ბატონობისაგან იტალიის საბოლოო განთავისუფლებისა და გაერთიანებისათვის წარმართული ომი.

წინაპირობებირედაქტირება

1859 წლის ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომისა და 1859-1860 წლების რევოლუციების შედეგად იტალია ძირითადად გაერთიანდა, რჩებოდა მხოლოდ ვენეცია და პაპის კუთვნილი რომი, რომლებზეც ჯერ კიდევ ავსტრია ბატონობდა. ვენეციის ოლქის გასათავისუფლებლად მთელს იტალიაში გამეფებული იყო ანტიავსტრიული განწყობა. ამით ისარგებლა პრუსიამ, რომელიც ავსტრიის ომისათვის ემზადებოდა. ბისმარკმა საფრანგეთის მეშვეობით კავშირი დაამყარა იტალიასთან. ბისმარკისა და იტალიის გენშტაბის უფროსის გენერალ ალფონსო ფერერო ლა მარმორას მოლაპარაკებების საფუძველზე 1866 წლის 8 აპრილს პრუსია-იტალიას შორის დაიდო ავსტრიის წინააღმდეგ მიმართული სამოკავშირეო ხელშეკრულება.

ომის მსვლელობარედაქტირება

17 ივნისს პრუსიამ ომი გამოუცხადა ავსტრიას. 20 ივნისს გენერალი მარმორა დაახლ. 120 ათასიანი არმიით ვენეციის ოლქში შეიჭრა. 27 ივნისს კუსტოცის ბრძოლაში ავსტრიის არმიამ, რომელიც 78 ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა, იტალიის არმია დაამარცხა. 3 ივლისს სადოვის ბრძოლაში ავსტრიელები სასტიკად დამარცხდნენ პრუსიელებთან. ავსტრია იძულებული შეიქმნა ვენეციის ოლქში დისლოცირებული არმიის მნიშვნელოვანი ძალები პრუსიის წინააღმდეგ გადაესროლა. საბრძოლო ვითარების ამგვარმა ცვლილებებმა იტალიელებს შესაძლებლობა მისცა თავად გადასულიყვნენ შეტევაზე ვენეციის ოლქშიც და სამხრეთ ტიროლშიც, სადაც დიდი წარმატებებით იბრძოდა ჯუზეპე გარიბალდის მოხალისეთა კორპუსი. 20 ივლისს იტალიის ფლოტი, რომელიც 12 სახაზო ხომალდისაგან შედგებოდა, დაამარცხა ავსტრიის ფლოტმა 7 სახაზო ხომალდით, თუმცა პრუსიასთან განცდილმა რამდენიმე მარცხმა ავსტრია აიძულა მოლაპარაკება დაეწყო იტალიასთან.

დაზავებარედაქტირება

ზავი იტალიასთან 10 აგვისტოს დაიდო. 3 ოქტომბრის ვენის საზავო ხელშეკრულებით ავსტრიამ საფრანგეთშ დაუთმო ვენეციის ოლქი, რომელიც ნაპოლეონ III-მ იტალიის სამეფოს გადასცა.

ლიტერატურარედაქტირება

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ.