ავლევის პირველი ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ავლევის პირველი ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის ჩრდილოეთით 400 მეტრზე, გორაზე. ნამოსახლარზე იპოვება შავზედაპირიანი და წითელსარჩულიანი, შავად გამომწვარი, შავპრიალა და ლეგაპრიალა ზედაპირიანი და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ძირითადად პირგაშლილი ქოთნები და პროფილირებულპირიანი ჯამები. ანტიკური ხანის ჭურჭელზე გადასმულია მოყვითალო ანგობი და ზედ შავი საღებავით დატანილია წვეთისებრი ორნამენტი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჯიხაშვილი, გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 354.