ავთანდილ ენუქიძე
ავთანდილ ენუქიძე (დ. 13 დეკემბერი, 1954[1]) — ქართველი პოლიტიკოსი.
ავთანდილ ენუქიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 დეკემბერი, 1954 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პარტია |
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ევროპელი სოციალისტები (2021-დან) |
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.[2] პარტიის მიერ პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, 2021 წლის იანვარში პარტიული სიის პირველი სამი ნომრის (ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე) ადგილმონაცვლე დეპუტატებთან ერთად (ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე) შევიდა პარლამენტში, რითაც გაემიჯნა პატრიოტთა ალიანსს და სხვებთან ერთად გამოაცხადა ახალი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ შექმნის შესახებ.[3][4]
ბიოგრაფია
რედაქტირება1971-1972 წლებში იყო თბილისის ტყავსაგალანტერო ფაბრიკის მუშა. 1973-1978 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი. 1978-1983 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის თანამშრომელი, კომკავშირის მდივანი. 1983 წელს იყო კომკავშირის ცკ-ის კომისარი. 1983-1985 წლებში იყო კომკავშირის ლენინის რაიკომის პირველი მდივანი. 1985-1988 წლებში იყო სალოკომოტივო დეპოს პარტიული კომიტეტის მდივანი. 1988-1990 წლებში იყო რკინიგზის თბილისის კვანძის პარტიული კომიტეტის მდივანი. 1990-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ავთანდილ ენუქიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქონებრივი დეკლარაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-30. ციტირების თარიღი: 2020-12-04.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
- ↑ „პარლამენტმა პატრიოტთა ალიანსის სიის 3 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო“. formulanews.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ახალ პარტიას აფუძნებენ“. 1tv.ge. 2021-01-05. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)