ავთანდილ ბაკურიძე
ავთანდილ ახმედის ძე ბაკურიძე (დ. 12 მარტი, 1942, ბათუმი) — ქართველი ფერმწერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1985).
ბიოგრაფია
რედაქტირება1968 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1969-იდან. შექმნა აჭარის, სვანეთის, იმერეთის, აფხაზეთის ბუნების ამსახველი სურათები, ნატურმორტები. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ეზო“ (1969), „მეთევზეთა უბანი“, „სოფლის პეიზაჟი“ (ორივე 1970), „სამშობლოს სადარაჯოზე“ (1972), „პეიზაჟი“ (1982) და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 340.