ლავრენტი ავალიანი
(გადამისამართდა გვერდიდან ავალიანი, ლავრენტი)
ლავრენტი ივანეს ძე ავალიანი (დ. 6 ოქტომბერი, 1923, სოფ. გუმათი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ― გ. 10 ოქტომბერი 1943) — საბჭოთა კავშირის გმირი (მიენიჭა სიკვდილის შემდეგ 1943 წლის 1 ნოემბერს), მეავტომატე.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა გლეხის ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს წითელ არმიაში. მდინარე დნეპრის ქვემოწელთან ბრძოლების დროს (1943) ავალიანი შეიჭრა მტრის სანგარში და 30 გერმანელი მოკლა. მომდევნო ბრძოლებში მტრის 18 ჯარისკაცი და ოფიცერი გაანადგურა. ქ. მელიტოპოლთან ბრძოლაში (ამ დროს ოცეულს მეთაურობდა) ხელყუმბარით ტანკს ქვეშ შეუვარდა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 სხვა ორდენითა და მედლებით. დაკრძალვის ადგილი სოფელ ნოვოლიუბიმოვკის ძმათა სასაფლაო, ზაპოროჟიეს ოლქის ტოკმაკის რაიონი (უკრაინა)
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 114.
- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981