აერობიოზი (ბერძ. ἀήρ — „ჰაერი“ და βίος — „სიცოცხლე“) — ცხოვრება თავისუფალი ჟანგბადის () პირობებში. აერობიზმი დამახასიათებელია ცხოველების, მცენარეებისა და მიკროორგანიზმების აბსოლუტური უმეტესობისათვის. ყველა აერობული ორგანიზმი, ანაერობულებისაგან განსხვავებით, ცხოველქმედობისათვის საჭირო ენერგიას იღებს ჟანგვითი პროცესების შედეგად (იხ. სუნთქვა), მათ ფერმენტულ სისტემებს შეუძლია წყალბადის გადატანა თავისუფალ ჟანგბადზე. აერობების აბსოლუტური უმრავლესობის სუნთქვას თან ახლავს მოლეკულური ჟანგბადის შთანთქმა და ნახშირორჟანგის გამოყოფა; ზოგიერთ მიკროორგანიზმს ჟანგვა ბოლომდე არ მიჰყავს (მაგ., ძმარმჟავას ბაქტერიები, ზოგიერთი სოკო და სხვ.). ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის აერობული ტიპი ანაერობულზე ეფექტურია, რადგან უზრუნველყოფს უფრო მეტი რაოდენობის ენერგიის გამოყოფას ყოველ 1 მოლ ნივთიერებაზე.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Аэробиоз // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 599.