ადრიანოპოლის ხელშეკრულება (1568)

ადრიანოპოლის 1568 წლის ხელშეკრულება გაფორმდა 1568 წლის 21 თებერვალს საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-სა და ოსმალეთის სულთან სელიმ II-ს შორის. ამ ხელშეკრულების თანახმად დასრულდა ავსტრია-ოსმალეთის ომი (1566-1568 წწ.), რომელიც დაიწყო სიგეტვარის ბრძოლით. ხელშეკრულებამ დაამყარა 25-წლიანი მშვიდობა ორივე იმპერიას შორის.

მაქსიმილიანის ელჩები ხორვატიელი ანტუნ ვრანჩიჩი და შტირიელი კრისტოფ ტოიფენბახი სტამბოლში 1576 წლის 26 აგვისტოს ჩავიდნენ. ელჩებმა დისკუსია გამართეს სოკოლუ მეჰმედ-ფაშასთან. ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს 1568 წლის 17 თებერვალს, ხოლო ხელი მოაწერეს 21 თებერვალს. დასრულდა ავსტრია-ოსმალეთის ომი.

მაქსიმილიან II დასთანხმდა ყოველწლიურად გადაეხადა 30 000 დუკატი „საჩუქრად“ და არსებითად ოსმალეთის იმპერიას აჩუქა მოლდოვა და ვალახია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Setton, Kenneth Meyer (1984). The Papacy and the Levant, 1204–1571: The Sixteenth Century. Philadelphia: The American Philosophical Society. ISBN 0-87169-162-0.