ადოლფ დირი (გერმ. Adolf Dirr; დ. 17 დეკემბერი, 1867, აუგსბურგი — გ. 9 აპრილი, 1930, პასაუ) — გერმანელი ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი.

ადოლფ დირი
დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1867(1867-12-17)[1] [2]
დაბ. ადგილი აუგსბურგი[3]
გარდ. თარიღი 9 აპრილი, 1930(1930-04-09)[3] [1] [2] (62 წლის)
გარდ. ადგილი პასაუ[3]
მოქალაქეობა  გერმანია[4]
საქმიანობა ენათმეცნიერი და ეთნოლოგი[5]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადოლფ დირი დაიბადა 1867 წლის 17 დეკემბერს, აუგსბურგში, მიუნხენის სიახლოვეს, სადაც დაამთავრა სკოლა და გიმნაზია. ამ უკანასკნელის დაუმთავრებლად ის სავაჭრო სასწავლებელში გადავიდა. ამრიგად, საშუალო განათლების ატესტატი არ მიუღია. მიუხედავად ამისა, 1891-1892 წლებში ის ბერლინში აღმოსავლური ენების სემინარს ესწრებოდა. 1892-1896 წლებში სობორნას თანამედროვე აღმოსავლური ენების ეროვნული სკოლასა და პარიზის კოლეჯში სწავლობდა. ამასთან ერთად პარიზის ანთროპოლოგიის სკოლის მსმენელიც იყო. სწავლის დასრულების შემდეგ ადოლფ დირი 1901 წლამდე პარიზში ენების მასწავლებლად მუშაობდა.

ადოლფ დირი ენების შესწავლის განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოვებული. თანამედროვე ევროპული ენები მან თავისუფლად შეისწავლა. სწავლის დროს აფრიკაში მოგზაურობდა, წყნარი ოკეანის სამხრეთში და, სავარაუდოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც, რადგან ჯერ კიდევ 1893 წელს გამოაქვეყნა სასაუბრო არაბულის გრამატიკა, 1894 წელს ანამიტური ენის გრამატკიკა და 1895 წელს ჰაუსას სასაუბრო.

ადოლფ დირი თბილისში პირველად 1900 წელს ჩამოვიდა, რის შემდეგაც, 1901-1902 წლებში, „პარიზის აკადემიის სტიპენდიის“ მეშვეობით, კავკასიაში ლინგვისტურ კვლევებს მიჰყო ხელი. ის არამარტო ტფილისის გუბერნიას, არამედ ელიზავეტპოლის გუბერნიასაც სტუმრობდა, რაზეც 1904 წელს მის მიერ გამოცემული ქართული და უდიური ენის გრამატიკას ეხებოდა. თავისი კვლევების პარალელურად 1902 წელს დირი ტფილისის რეალური სასწავლებლის ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებლად მუშაობდა, შემდეგ კი — თემირ-ხან-შურას სახელმწიფო საშუალო სკოლაში. 1908 წელს ის კვლავ თბილისშია და მაღალ კლასებში ასწავლის გერმანულს, ინგლისურს და ზოგად ენათმეცნიერებას. 1913 წელს ის ტოვებს კავკასიას და მიუნხენის სამეფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში მართავს გამოფენას.

ძალიან ნაყოფიერი გამოდგა მისი მოღვაწეობა დაღესტანში. დადიოდა ყველაზე მაღლა განლაგებულ სოფლებშიც. საუკეთესოდაა დოკუმენტირებული 1904-1905 წლების ექსპედიციები ანდის ყოისუს ხეობაში, კურახის, სამურის ხეობებში, ასევე ბაქოს გუბერნიაში მდებარე ყუბას ოლქის ყუდიალჩაის, ყარაჩაის, ყუსარჩაის ხეობებში. დირმა მოიარა ცენტრალური დაღესტანიც, უპირველეს ყოვლისა, ყაზიყუმუხის ყოისუ და მისი მიმდებარე მდინარეები. ამის გარდა 1904 წელს იმყოფებოდა თუშეთში ბაცბური ენის შესახებ მასალების შესაგროვებლად. 1909 წელს ის კიდევ ერთხელ იმყოფებოდა სამხრეთ დაღესტანში. იმავე წლის ექსპედიციის დროს მოიარა ზაქათალის ოლქის სოფელი სარიბაში. 1913 წელს ის კვლავ ბრუნდება ამ მიდამოებში, რომლის დროსაც მოიარა ელიზავეტპოლის გუბერნიის აღმოსავლეთით მოსაზღვრე მთიანეთი, ძირითადად ნუხა. 1911 წელს დირი ეწვია აფხაზეთსაც და ოსეთსაც. 1913 წელს მიუნხენში დაბრუნებამდე დირი სანქტ-პეტერბურგის რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაკვეთით, სამხრეთ ანატოლიაში ატარებდა ენათმეცნიერულ კვლევებს ლტოლვილ უბიხებთან. კვლევის ადგილად დირი ასახელებდა „კირკბუნარს“, ანუ კირკპინარს საპანჩას ტბასთან, იზმირსა და ანდაფაზარს შორის.

1913 ნლის 1 სექტემბურს ადოლფ დირმა მიუნხენის სამეფო ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთადერთი კურატორის თანამდებობა დაიკავა. 1912 წელს მეორე სამეცნიერო თანამდებობის შექმნამდე მას, როგორც ჩანს, ამოცანების ძალიან დიდ სფეროსთან უნევდა გამკლავება. მისგან მოელოდნენ, რომ ის მუზეუმის ყველა რეგიონალურ განყოფილებაზე იზრუნებდა, რადგანაც საკუთარი გამგებლები არ ჰყავდათ. ყოველ შემთხვევაში, ის აფრიკის, ისევე როგორც ევრაზიის (სავარაუდოდ, ირანისა და შუა აზიის ჩათვლით) ნანილებზე იყო პასუსისმგებელი. შერმანის ინტერესების სფერო აზიაში მოიცავდა სამხრეთ აზიას, ცენტრალურ აზიასა და სამსრეთ-აღმოსავლეთ აზიასაც.

დირი მუზეუმში მუშაობის დანყების შემდეგაც აგროვებდა კავკასიური ენების მასალებს. პირველი მსოფლიო ომის დროს (უფრო ზუსტად, 1916 წლის ივნისიდან) ის გერმანულ სამხედრო ტყვეთა მრავალ ბანაკში რუსეთის იმპერიიდან კავკასიური წარმოშობის ტყვეებთან ლინგვისტურ კვლევებს აწარმოებდა. იმხანად მსგავსი კვლევები გავრცელებული პრაქტიკა იყო. ამ დროს დირრი პრუსიის სამეფო განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფონოგრაფული კომისიის დავალებით იყენებდა ფონოგრაფული ჩანერის ტექნიკას.

დიაპაზონი თემებისა, რომლებითაც 1914-1918 ნლებში დირი თავის მრავალრიცხოვან, თუმცა მეტწილად ერთობ მოკლე სამეცნიერო პუბლიკაციებში ეხებოდა, მოიცავს ენათმეცნიერებასა და ტექსტების პუბლიკაციას, ეთნოგრაფიასა და მუსიკის ეთნოლოვდას. გარდა ამისა, ის კვლავაც ცდილობდა კავკასიური კთლექციის გაფართოებას.

1918 ნლის 26 მაისს საქართველომ, გერმანიის იმპერიის მხარდაჭერით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აქედან გამომდინარე ვალდებულებების ფარგლებში, დირი, საგარეო საქმეთა სამინისტროს 1918 ნლის 30 მაისით დათარიღებული მოთხოვნის თანახმად, 1918 ნლის 1 ივნისს კვლავ გაათავისუფლეს სამსახურიდან, და „გერმანული კავკასიის კომისიის“ შტაბთან ერთად, კერძოდ, გენერალმაიორი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინის მეთაურობით „კავკასიაში საიმპერატორო გერმანული დელეგაციის“ შემადენლობაში სასნრაფოდ იქნა მივლენილი საქართველოში. ეს დავალება სავსებით შეესაბამებოდა დირის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს ომამდე და ომის დროს, ისევე როგორც მის პოზიტიურ დამოკიდებულებას კავკასიის დამოუკიდებლობისაკენ სნრაფვის მიმართ ვინაიდან ამ შტაბის დელეგაციის განლაგების ადგილი თბილისი იყო, დირს, გდრემოებების შესაბამისად, ძირითადად, აქვე უწევდა ყოფნა. ეთნოგრაფიული მასალის შეგროვებისთვის ეს პრობლემა გახდა, რის შესახებაც დირი 1918 ნლის 15 ოქტომბერს შერმანს სნერდა. „მჯერა, სნორად გამოგებთ, თუ გეტყვით, რომ ამჟამად რამის მეთოდურად შეგროვება მეუძლებელია. ერთი მსრივ, ამას ნინ ნარმოუდგენელი ფასები უდგას, მეორე მხრივ კი ამის შეუძლებლობა, რომ იმ მხარეებში მოვხვდე, სადაც სისტემურ შეგროვებას აზრი ექნებოდა. ოსებს, ინგუშებს, სვანებს დავუკავმირდი, და იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებისაგან, როცა ოდესმე ქვეყანაში უფრო მშვიდობიანი ვითარება იქნება, რამეს მივიღებთ თუმცა, მასალის შეგროვებისთვის საჭირო მშვიდობის მოლოდინმა არ გაამართლა. დირის მიერ 27 წელს გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ მან მიუნხენის ეთნოგრაფიის მუზეუმისთვის განკუთვნილი ეთნოგრაფიული მასალით სავსე ოთხი ყუთი თბილისიდან მიმავალ სამხედრო მატარებელს გაატანა, და რომ ის თავად, გერმანული ჯარების კავკასიიდან გასვლის გათვალისწინებით, თავადაც მალე იქნება „შინ“ სადაც, მართალია, მსოლოდ 1919 ნლის მარტში ჩააღწია.

ამასობაში, ნოემბრის ბოლოს, შერმანმა მიიღო 1916 ნლის 23 ნოემბრით დათარიღებული საველე ბარათი იმ სერჟანტისაგან, რომელიც, სსვებთან ერთად, მიუნხენის ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის განკუთვნილ ოთხ ყუთზე იყო პასუსისმგებელი: კავკასიიდან მომავალი ორი ვაგონისგან შემდგარი სამხედრო მატარებელი, რომელშიც ყუთები იმყოფებოდა, ბერლინში მუშათა და ჯარისკაცთა საბქოს მიერ იყო კონფისკებულირ უმალვე და მრავალი არხით გაჩადებულმა ვდმოძიებამ ვედარაფერი შეცვალა, ყველა ყუთი გატეხილი და გაძარცვული იყო. დირი შედეგებს ასე აფასებს. „ბერლინში, შლეზიის სადგურზე, სადაც კავკასიის გერმანული დიპლომატიური დელეგაციის სამსედრო მატარებელი ჩამოდგა, კოლექცია გაიძარცვა, ისე, რომ გარკვეული ექსპონატები გვაკლია. ობიექტების მდგომარეობა, ზოგადად, დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ძარცვის დროს ცალკეული ნივთები დაზიანდა. ამ დრამატული მოვლენების შემდეგ დაახლოებით 90 ობიექტიდან მსოლოდ 77 გადარჩა, 1919 ნლის ივლისში მათ მუზეუმში ჩააღნიეს. ამჯერად, 1918 ნლის მოგზაურობის დროს, დირმა მსოლოდ ძალიან შეზღუდულად შეძლო მესრულება საჯაროდ გამოთქმული სურვილისა, ეთნოგრაფიის მუზფუმის კავკასიური კოლექცია შეევსო. შემდგომში პოლიტიკურმა ვითარებამ დირს ამ მხარეში გამგზავრებას ხელი შეუშალა. როგორც ჩანს, 1918 წელს დირის კავკასიაში ყოფნის მემდეგ, კავკასიური კოლექცია სისტემატურად აღარ გამდიდრებულა.

მას მერე, რაც 1918 წელს დირს კონსერვატორის რანგი და წოდება მიენიჭა, მან 1920 წელს, მიუნხენში მოღვაწეობისთვის, პროფესორის წოდება მიიღო, და 1925 წელს მთავარ კონსერვატორამდე იქნა დაწინაურებული. დირისათვის პროფესორის წოდების მინიჭება შერმანმა, სხვათა შორის, ამ სიტყვებითაც დაასაბუთა: „გამგეობისთვის ცნობილია, რა წვლილი მიუძღვის დოქტორ დირს... ინსტიტუტის მართვაში. მე ყოველთვის ავღნიშნავდი, რომ ის თავის მოვალეობებს გაგებით ეკიდება, მუყაითად და მიზანმიმართულად ასრულებს, და მე უადრესად ვარ გახარებული, რომ ჩვენი მუზეუმის მმართველობაში გამუდმებით მზარდი სამეცნიერო და ტექნიკური ამოცანების გადანყვეტისათვის ასეთი ყოჩადი თანამშრომელი გვყავს“. აქვე შერმანმა მიუთითა, რომ „ნმინდა სამეცნიერო თვალსაზრისითაც, დოქტორმა დირმა გაამართლა და განამტკიცა ის მდგომარეობა, რომლის საფულველზეც მე, მაგალითად, მის მოწვევას მოვითხოვდი, ვასაბუთებდი და ვამტკიცებდი“. 1924 წელს დირი ბოლონიის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად დაასახელეს. ამავე წელს ის იმხანად ახალი გაზეთის, Caucasica-ს გამომცემელი გახდა.

მას მერე, რაც 1923 წელს ეთნოგრაფიის მუზეუმი, გაფართოების მიზნით, ჰოფგარტენის გალერეის შენობიდან მაქსიმილიანშტრასეზე მდებარე დიდებულ მენობაში გადავიდა, შერმანმა დირის მთავარ კონსერვატორად დაწინაურება მოითხოვა, რასაც იმით ასაბუთებდა, რომ მუზეუმის მიმართ სულ უფრო მზარდი საზოგადოებრივი ინტერესი გამგეობის წევრებს „სულ უფრო მაღალი მოთხოვნების წინაშე აყენებს და ეს, რასაკვირველია, დირექტორთან ერთად კონსერვატორის მოვალეობებზეც აისასება“.

მუზეუმის ახალ შენობაში ვდდასვლისათვის მზადებას და თავად გადასვლას 1925 ნლის შემოდგომაზე, ისევე, როგორც ახალი შენობის ოფიციალურ გახსნას 1926 ნლის 10 ივლისს, არნახული დატვირთვა ასლდა თან.

1926 წელს, ახალი მუზეუმის გახსნის შემდეგ, დირის სამუზეუმო დატვირთვა შემცირდა. იმავე წელს მუზეუმის პერსონალთან დაკავშირებული ვითარებაც გაუმჯობესდა: მანამდე დირის ერთადერთ სრულფასოვან სამეცნიერო თანამდებობას 1926 ნლის ნოემბერში „სრული ასისტენტის“ თანამდებობა დაემატა, რომელიც მისიონერმა და აფრიკანისტმა მაინულფ კიუსტერმა დაიკავა. 1925 ნლიდან დირმა თავისი სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება განაახლა. 1928 წელს, სხვათა შორის, გამთქვეყნდა ნაშრომი, რომელმაც მას ენათმეცნიერების, განსაკუთრებით კი კავკასიოლოგიის ისტორიაში დაუმკვიდრა ადგილი: მისი „შესავალი კავკასიური ენების შესნავლაში“ წლების განმავლობაში შეუცვლელ ნაშრომად იყო მიჩნეული. ახლა დირმა თავისი თავდაპირველად რუსულად დაწერილი და ომის დროს ნანილობრივ დაკარგული სამეცნიერო ნაშრომიც „უბისების ენა“ გერმანულად გამოაქვეყნა. 1929 ნლისთვის დირი დიდ კვლევით ექსპედიციას გეგმავდა მაღალმთიან აზიაში, რომლის მასალებითაც არა მხოლოდ მიუნხენის კოლექციების გამდიდრება ჰქონდა ჩაფიქრებული, არამედ საკუთარი კვლევების არეალის გაფართოებაც ეწადა.

ავადმყოფობის გამო გადავადებული მოგზაურობა ვეღარ შედგა. 1930 ნლის 9 აპრილს ადოლფ დირი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

სამეცნიერო-საველე სამუშაოები რედაქტირება

მოგზაურობების დროს დირმა მრავალი მასალის კოლექციას ჩაუყარა საფუძველი. ჩანანერები, ტექსტისა და მუსიკის ფონოგრაფული ჩანაწერები, ფოტოგრაფია და ეთნოგრაფიული ობიექტები. ის ამას „სამეცნიერო საველე სამუშაოებს“ უნოდებდა. ხშირად დამნერლობის არმქონე და თითქმის გამოუკვლეველი ენის ნერილობითი დოკუმენტაციისთვის მან „პანსტენოგრაფია“ შეიმუშავა, რომელიც ყველა ენის ჩასანერად იყო განკუთვნილი. დირმა თავისი ლინგვისტური კვლევები მრავალ ევროპულ ენაზე გამოაქვეყნა მეტი ნილი გერმანულად და რუსულად. 1913 წელს უკვე ცხრა სხვადასხვა ჩრდილოკავკასიური ენის შესახებ პუბლიკაციების მითითება შეეძლო, რომლებიც ლეკურ ენებს, ნახურ-დაღესტნური ენების ქვეჯგუფს განეკუთვნებოდა. უდიური, თაბასარიული, ანდიური, აღულური, არჩიბული, ანდიურ-დიდოური, რუთულური და ნახური ენები. მთლიანობაში მან, 1930 წელს გარდაცვალებამდე, სულ მცირე, 13 კავკასიური, ძირითადად, დაღესტნური ენების შესახებ მნიშვნელოვანი კვლევები გამთაქვეყნა. დაღესტნის შვიდი ენისა და უბიხურის შემთხვევაში, პირველაღმომჩენის ფასდაუდებელ წვლილზეა ლაპარაკი.

ის, რომ იმჟამინდელ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აღიარებული კოლეგები დირის კვლევებს ძალიან აფასებდნენ, მრავალი აკადემიური ჩანანერიდან ჩანს. მიუნხენში მოდვაზე სემიტისტი პროფესორის, დოქტორ ფრიც ჰომელის და ინდოლოგისა და შედარებითი ენათმეცნიერების სპეციალისტის, პროფესორ დოქტორ ერნსტ ქუნის ინიციატივით, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მიერ 1906 წელს დირს, კავკასიური ენების შესანიშნავი კვლევებისთვის, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 1909 წელს მას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიტოროპოლიტ მაკარის პრემია გადასცეს.

გარდა ამისა, ადოლფ დირი ეთნოლოგიური და ანთროპოლოგიური თემებითაც იყო დაკავებული, რასაც 1903-1913 ნლებში გამთქვეყნებული მისი ნაშრომები ცხადყოფს, მაგალითად „დაღესტნის ეთნოგრაფიული კვლევები“ (1903), „ჩვენი ეთნოგრაფიული მუზეუმები როგორც სახელოვნებო ფორმების საგანძურის მარცხი“ (1906), „რასობრივი და კულტურული ურთიერთკავშირები აზიასა და ევროპაში“ (1906), „ასალი თვალსაზრისი ხევსურების წარმოშობის შესასებ“ (1909), „ლინგვისტური პრობლემები ეთნოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და გეოგრაფიულ შუქში“ (1909-1910), „საოჯახო ხელოსნობის გავრცელება დაღესტანში“ (1910), „კავკასიის ხალხების ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული მიმოსილვა“ (1912), „კავკასიური მონადირული რნმენები“ (1912). ამ ნაშრომთაგან რამდენიმე ეთნოდემოგრაფიული გამოკვლევების შედეგია, რომლებიც დირმა 1909 წელს „კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის“ დაკვეთით განახორციელა. 1911 წელს ოსეთში ჩატარებული კვლევები მის ისტორიულ-ეთნოლოგიურ ინტერესებზე მიუთითებს, მაგრამ მთლიანობაში თვალსაჩინოა, რომ დირის მრავალი ეთნოგრაფიული კვლევა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ენათმეცნიერებასა და ლინგვისტურ საკითხებთან.

ფონოგრაფიული ჩანაწერები რედაქტირება

ვენის მეცნიერებათა აკადემიის ფონოგრამის კომისიისთვის დირმა 1909 წელს, ზაქათალას ოლქში, სამხრეთ დაღესტანში (სამურის და მიმდებარე ხეობებში), 1909-1910 ნლებში კი თბილისუი საცდელი ჩანანერები გააკეთა, რომლებიც ვენის ფონოგრამის არქივში 32 ფირფიტაზეა შენახული. ამისგან დამოუკიდებლად, დაახლოებით 1910-1913 წლებში კავკასიის ტრადიციული მუსიკის სულ 38 ჩანაწერი შეიქმნა. მათგან 31 1914 წელს ბერლინის ფონოგრამის არქივში მოხვდა (დღეს ის ბერლინის ეთნოლოგიური მუზეუმის მუსიკის ეთნოლოგიის განყოფილების ნანილია). ეს, სხვათა შორის, ლაზური, მეგრული, აფსაზური, სვანური, სამხრეთოსური, და ასევე არაოსმანურ-თურქული („თათრული“) ენებია. სავარაუდოდ, რამდენიმე ჩანაწერი თბილისშია გაკეთებული. მუსიკის ეთნოლოგი სუზანე ციგლერის ნაშრომები ცხადყოფს, რომ, მუსიკათმცოდნეობის თვალსაზრისით, დირის კოლექცია და მის მიერ გამოქვეყნებული მასალები კავკასიური მრავალხმიანობის შესწავლის საქმეში პირველმკვლევრის ძალისხმევაა.

ფოტოგრაფია რედაქტირება

ფოტოსურათები, რომლებიც ადოლფ დირმა კავკასიაში გადაიღო, ხუთი კონტინენტის მუზეუმის კთლექციაში ინახება, ნიტრონეგატივების, შუშის ნეგატივების, შუშის დიაპოზიტივების, ქაღალდზე დაბეჭდილი და კარტოთეკის ბარათებზე გადატანილი ქაღალდის ანაბეჭდების სახით, და მეტწილად დიგიტალიზირებულია. დირისეული ფოტოები, რომელთაც სადღეისოდ თანმიმდევრული ნუმერაცია აღარა აქვს, მოიცავს 342-მდე ნიტრონეგატივს, 485-მდე ნეგატივს, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ოდესდაც კოლექცია 800-ზე მეტი ფოტოსგან შედგებოდა.

რამდენადაც ცნობილია, ფოტოსურათები გადაღებულია დაღესტნის მთიანეთის ხეობებში, საქართველოს გულში მდებარე ქართლში (მათ მორის თბილისში) და იმერეთში (ცალკეული სურათები კახეთსა და სამეგრელოში), ოსეთის, თუშეთისა და ზაქათალას მთიანეთში (მათ შორის სარიბაშში), ყოფილ ელიზავეტპოლის გუბერნიაში, სამხრეთ კავკასიის ფერდობებზე ისევე, როგორც მოშორებით, სამხრეთკავკასიელ სომხებთან და დასავლეთანატოლიელ უბიხებთან.

გადაღებული ადგილებისა და დირის ზემოთ ჩამოთვლილი მოგზაურობების თანხვედრა მიუთითებს, რომ ეს ფოტოსურათები 1913 ნლამდე, მუზეუმში მუშაობის დაწყებამდე შეიქმნა. მართალია, 1913 წელს დირი კვლავ ეწვია კავკასიას ექვსი-შვიდი თვით, გერმანიის სამხედრო დელეგაციის ფარგლებში, მაგრამ მისი ვიზიტი მეტწილად თბილისით იყო შემოფარგლული და დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ამ დროს ფოტოებს საერთოდ თუ იღებდა.

ეთნოგრაფიული ობიექტები რედაქტირება

ჯერ კიდევ 1995 წელს, თხზულებაში „ჩვენი ეთნოგრაფიული მუზფუმები როგორც სასელოვნეგო ფორმების სავდნძურის მარცხი“ დირმა ახსენა თავისი საკუთარი კოლექცია და ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში კავკასირი ერთი პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელიც იყო.

როგორც ცნობილია, სამეფო ეთნოგრაფიული მუზეუმის სისტემური კოლექციისთვის საფუძვლის ჩაყრის გადამნყვეტი ბიძგი დირს 1910 წელს ლუციან შერმანმა მისცა, რომელიც 1907 ნლიდან მუზეუმის დირექტორი იყო. 1910-1912 ნლების მიმონერა, რომელიც დირის მიუნხენში ყოფნას ეხებოდა, მისი ოფიციალური კოლექციონერობის დაწყების ახსნას იძლევა: „კოლექციის შესახებ სულ ვიფიქრებ“ ნერს თბილისიდან დირი შერმანს 1910 ნლის 14 სექტემბერს. ვალტერ ლემანი, დირის წინამორბედი ერთადერთი კურატორის თანამდებობაზე, იმხანად ბრიტანულ ინდოეთში მყოფი დირექტორის დავალებით, 1911 ნლის 17 იანვარს პასუსობს: „დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვის... უესაძლებელი იქნება, ჩვენი მუზუმისთვის რამე ეთნოგრაფიული და ეგებ არქეოლოგიური მასალაც შეაგროვოთ“.

მართლაც, ადოლფ დირმა 1912-1913 ნლებში მუზეუმისთვის მთლიანობაში 380 ობიექტის გაგზავნა შეძლო. ისინი იყო არამარტო თბილისიდან და კავკასიის იმ მხარეებიდან, სადაც დირმა იმოგზაურა, არამედ ნაწილობრივ ირანიდან და იმჟამინდელი ოსმანური იმპერიიდანაც, მაგალითად, ანატოლიიდან, ჩანაქკალედან და კონსტანტინოპოლიდან. დირისეული კავკასიური კოლექცია მიუნხენის სამეფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ბერლინის (ეთნოლოგიის მუზეუმის), ვენის (ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმის, ანთროპოლოგიურ-ეთნოგრაფიული განყოფილების) და მოზერ შარლოტენფელსის ჩაუცასიცა კოლექციასთან (რომელიც 1914 ნლიდან დაცულია ბერლინის ისტორიის მუზეუმში) ერთად გერმანულენოვან სივრცეში ამ წარმოშობის ოთს ყველაზე მნიშვნელოვან საჯარო კოლექციას განევუთვსებოდა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ლაშა ბაქრაძე, ბარბარა ფონ მიუნჰაუზენი, „ადოლფ დირრ — ფოტოები“, თბილისი, 2021

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Дирр Адольф // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  4. NMVW-collection website
  5. Deutsche Nationalbibliothek Record #116138696 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.