ადმირალი (პეპელა)
პეპელა
ადმირალი (ლათ. Pyrameis atalanta) — დღის პეპელა ნიმფალიდისებრთა ოჯახისა. ფრთების შლილი 5-6 სმ. წინა ფრთები ზემოდან შავია, წვერზე თეთრი კოპლები და ირიბი წითელი ზოლი აქვს. უკანა ფრთებიც შავია და კიდეზე წითელი ზოლი გასდევს. დაფრინავს ივლის-სექტემბერში, გამოზამთრებული პეპელა — გაზაფხულზე. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ადმირალის მუხლუხი ბინადრობს ჭინჭარსა და ნარშავზე. კულტურულ მცენარეებს არ აზიანებს.
ადმირალი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Pyrameis atalanta | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 174225 | ||||||||||
|
სასიცოცხლო ციკლი
რედაქტირება-
კვერცხები
-
ადრეული მუხლუხო
-
ზრდასრული მუხლუხო
-
Chrysalis
-
Vanessa atalanta
-
Vanessa atalanta △
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 100.