ნიმფალიდისებრნი
ნიმფალიდისებრნი (ლათ. Nymphalidae) — დღის პეპლების ოჯახი. მათი ფრთების შლილი 2,5-18 სმ აღწევს. ფრთები ჭრელია, კაშკაშა, ზედა და ქვედა მხარე სხვადასხვა ფერისა. მატლები ეკლებით ან კანის გამონაზარდებითაა დაფარული. ჭუპრს ხშირად ლითონისებრი ბზინვარება დაჰკრავს. ოჯახში 2 ათასამდე სახეობაა. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ტროპიკებში. საქართველოში ცნობილი მავნებლებია კუროსათავის ფრთაკუთხა, მსხლის მრავალფეხა, წითელი კამათელა და სხვა.
ნიმფალიდისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Philaethria hecale | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Nymphalidae | ||||||||||||
|
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 437.