ადგილის დედის ხატი (წითელი კლდე)
ადგილის დედის ხატი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელი კლდის სამხრეთით, დანგრეული ეკლესიის ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა (3,8 x 3,3 მეტრი), ნაშენია ნატეხი ქვითა და შირიმის პატარა კვადრებით. გადახურვა ჩამოქცეულია. შემორჩენილია 0,6-1 მეტრი სიმაღლის კედლები. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედელში პატარა სწორკუთხა ნიშია, რომელიც საკურთხევლის ფუნქციას ასრულებდა. ხატს გარს აკრავს წრიული ფორმის, რიყის ქვის, მშრალი წყობით ნაგები გალავანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 347.