ადგილის დედის ხატი (თრანი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადგილის დედის ხატი.

ადგილის დედის ხატი, ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თრანის აღმოსავლეთით, 0,3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,3x4,2 მეტრი). ნაგებია სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი თითქმის თანაბარი ზომის რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამაროვანი გადახურვა და კონქის უმეტესი ნაწილი; მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. სამხრეთის შესასვლელისგან წირთხლების ქვედა ნახევარიღაა შემორჩენილი. დასავლეთის შესასვლელი გარედან შეისრულთაღოვანია, ხოლო შიგნით - ბრტყლადაა გადახურული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდის ორივე კუთხეს თაროსებრი იმპოსტი აგვირგვინებს. შემორჩენილია კონქის თაღის ორივე ქუსლის წყობის რამდენიმე ქვა.

ლიტერატურა

რედაქტირება