ადგილის დედის ხატი (ვეძათხევა)
ადგილის დედის ხატი, ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეძათხევის ჩრდილოეთით, 0,5 კილომეტრზე, მდინარე ვეძათხევას მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია რიყისა და ნაგები ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედელი და გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილი; შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი (3 მეტრ სიმაღლეზე) და ნახევარწრიული აფსიდის მხრების ქვედა ნახევარი. ძეგლის ზომების დადგენა არ ხერხდება. დარბაზის სამხრეთ კედელში, აფსიდის მხართან, სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის მცირეფართობიანი ეზო გარშემორტყმული ყოფილა გალავნით, რომლისგანაც ფრაგმენტებიღა შემორჩა. ეკლესიასთან ახლოს შეიმჩნევა ნასახლარის ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 380.