სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადაპტაცია (მრავალმნიშვნელოვნება).

ადაპტაციოგენეზი (ადაპტაცია... და ბერძ. Γένεσις — წარმოშობა, განვითარება), ადაპტიოგენეზი — ორგანიზმის კონკრეტული ადაპტიური ფორმის წარმოქმნის, განვითარებისა და გარდაქმნის ისტორიული (ფილოგენეზური) პროცესი. ჩ. დარვინის მიერ ორგანული სამყაროს ევოლუციური მექანიზმის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ მთელი ევოლუცია არსებითად ადაპტაციოგენეზია. ორგანიზაციის ნებისმიერი ნიშან-თვისება ადაპტიურია. ხმელეთის ხერხემლიანი ცხოველების კიდურებს აქვთ ფუნქციის (სირბილი, თხრა, ცურვა ან ფრენა) შესაბამისი აგებულება, მაგრამ აგებულების საფუძველი ერთი და იგივეა. ორგანიზმის ყოველი ადაპტიური ფორმა ჩნდება კონკრეტული სასიცოცხლო გარემოს პირობებში და გარკვეულ მუდმივობას ინარჩუნებს განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუმცა ამ პერიოდშიც წარმოიქმნება ზოგიერთი ვარიანტი. ახალი პირობების შექმნისას ჩნდება ახალი ადაპტიური ფორმა, რაც ახალი სახეობის ანდა ახალი ეკოლოლოგიური ან გეოგრაფიული რასის გაჩენას ნიშნავს. ადაპტაციოგენეზის ელემენტარული წყაროა მუტაციები, რომელთაც თავისთავად ადაპტიური ხასიათი არა აქვთ. მუტაციების ჩართვა ევოლუციურ პროცესში ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით ხდება. ადაპტაციოგენეზის პროცესები განსხვავდება ურთიერთისაგან მასშტაბითა და მნიშვნელობით

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება