ადამიანის უფლებები ლიბანში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ადამიანის უფლებები ლიბანშიადამიანის უფლებათა დაცვა ლიბანში, რომელიც ჩაითვალა გლობალური სტანდარტების ნაწილად 2004 წელს [1] ამბობენ, რომ ზოგიერთი კრიმინალი და ტერორისტი დააკავეს ბრალდების გარეშე, როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი ვადით. სიტყვისა და პრესის თავისუფლება მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილია ლიბანის კანონებით, რომლებიც იცავს თითოეული მოქალაქის თავისუფლებას. ლიბანში მცხოვრები პალესტინელები ძლიერ მოკლებულნი არიან ძირითად სამოქალაქო უფლებებს. მათ არ შეუძლიათ ფლობდნენ სახლებსა და მიწებს, ეკრძალებათ გახდნენ იურისტები, ინჟინრები და ექიმები. ლიბანის მთავრობამ ბოლო პერიოდში შეამცირა შეზღუდული სამუშაო ადგილების რაოდენობა და შექმნა ეროვნული დიალოგის კომიტეტი. [2] არაბული გაზაფხულის პერიოდში, ლიბანში მიმდინარეობდა საპროტესტო და სექტანტური ძალადობა, მაგრამ თავიდან აიცილეს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური არეულობა. [3] [4]

ლიბანის დროშა
ლიბანის გერბი

2015 წლის იანვარში, ეკონომისტის სადაზვერვო განყოფილებამ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიბანმა მე–2 ადგილი დაიკავა შუა აღმოსავლეთში და 98–ე ადგილი მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის დემოკრატიის ინდექსში 2014 წლის მიხედვით. ქვეყანა შეფასდა ჩართულობის, პოლიტიკური კულტურის, პლურალიზმის, სამთავრობო ფუნქციების და ძირითადი თავისუფლებების მიხედვით.

ლიბანის ელჩმა გაეროში, ჩარლზ მალიკმა მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემუშავებაში, რომელიც ლიბანმა მიიღო 1948 წელს.

არსებობს ცნობები, რომ უსაფრთხოების ძალებმა შეიძლება გამოიყენონ ძალა დაკავებული პირების მიმართ და, ზოგიერთ შემთხვევაში, აწამონ პატიმრები. მთავრობამ დაადასტურა, რომ ძალადობა ჩვეულებრივ ხდებოდა პოლიციის განყოფილებებში და სამხედრო დაწესებულებებში ჩატარებული წინასწარი გამოძიების დროს, როდესაც ეჭვმიტანილები იკითხებოდნენ ადვოკატის გარეშე. გავრცელებული ინფორმაციით, წამების მეთოდებს მიეკუთვნებოდა ზურგს უკან ხელების გაკოჭვა და ცემა. პატიმრობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მიეცათ წვდომა იარზის ციხეში, რომელსაც აკონტროლებს თავდაცვის სამინისტრო. [5] ფრანგულ ანგარიშში აღწერილია წამების მეთოდები, რომლებიც გამოიყენება ამ ციხეში. [6]

პოლიტიკური დაკავება

რედაქტირება

2005 წლამდე სირიის ძალებმა ლიბანში დააკავეს პოლიტიკური ოპონენტები ბრალდების გარეშე. 2005 წელს სირიის ძალების ლიბანიდან უკანდახევის შემდეგ, სირიის მთავრობის მოწინააღმდეგეები არ დააკავეს. ამასთან, დააპატიმრეს სირიის უსაფრთხოების მომხრე გენერლები. ოთხი გენერალის წინააღმდეგ არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ, ისინი არასდროს წარუდგენიათ სასამართლო პროცესზე. მიუხედავად ამისა, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები. 2009 წლის 29 აპრილს, პროკურორ დანიელ ბელემარეს თხოვნის საფუძველზე, ტრიბუნალმა ბრძანა, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაეთავისუფლებინათ გამოძიების დროს დაკავებული მხოლოდ ოთხი ეჭვმიტანილი, მათ წინააღმდეგ სანდო მტკიცებულების არარსებობის გამო. [7]

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვები

რედაქტირება

2005 წლის აპრილში ლიბანიდან 25,000 კაციანი სირიის ჯარის გაყვანის შემდეგ გაუმჯობესდა მდგომარეობა, რასაც დასავლეთმა კედარის რევოლუცია უწოდა. ცნობილია, რომ სირიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ტერორისტების სამიზნეები იყვნენ. აკრძალულია ფილმები, მაგალითად, „შინდლერის სია“ , სიონისტური სიმპათიის გაღრმავების გამო, რასაც ამართლებს ის ფაქტი, რომ ლიბანი ოფიციალურად ომობს ისრაელთან. სხვა წიგნები და ფილმები აიკრძალა რელიგიის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის, რადგან კანონები მკაცრად კრძალავს რელიგიურ შეურაცხყოფას და თითოეულ ადამიანს იცავს ასეთი შეურაცხყოფისაგან, მაგალითად „და ვინჩის კოდი“ და „ სატანური ლექსები“, მაგრამ ახლა ისინი შეგიძლიათ იხილოთ წიგნების დიდ მაღაზიებში.

ბავშვთა შრომა

რედაქტირება

ბავშვთა შრომა პრობლემაა. ბავშვის დასაქმების მინიმალური ასაკია 13 წელი. ამასთან, 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვების 1.8 პროცენტი შრომობს, როგორც ეს ნათქვამია მოხსენებაში „ბავშვთა მდგომარეობა ლიბანში 2000“, რომელიც სტატისტიკის ცენტრალურმა ადმინისტრაციამ 2002 წელს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით გამოაქვეყნა. მშრომელ ბავშვთა 90 პროცენტს აქ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა.

პალესტინელების დისკრიმინაცია

რედაქტირება

ლიბანში 400,000-ზე მეტი პალესტინელი ლტოლვილი ცხოვრობს. მათ არ აქვთ საკუთრების უფლება და სპეციალური ნებართვაც კი სჭირდებათ ლტოლვილთა ბანაკებიდან გასასვლელად. ლიბანში სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, მათ ეკრძალებათ ლიბანის ჯანდაცვის სისტემით სარგებლობა. ლიბანის მთავრობამ უარი უთხრა მიწის საკუთრების უფლებაზე. შეზღუდვების რაოდენობა იზრდება 1990 წლიდან. [8] 2010 წელს ლიბანის მთავრობამ მოხსნა სამუშაო შეზღუდვები პალესტინელებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს მიიღონ სამუშაო ნებართვა და იმუშაონ კერძო სექტორში. 2007 წლის კვლევაში საერთაშორისო ამნისტიამ დაგმო პალესტინელების „შემზარავი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“ ლიბანში. [9]

რელიგიის თავისუფლება

რედაქტირება

ლიბანის კონსტიტუცია ითვალისწინებს რელიგიის თავისუფლებას და რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულების თავისუფლებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პირობებში. კონსტიტუცია აცხადებს უფლებებისა და მოვალეობების თანასწორობას ყველა მოქალაქისათვის დისკრიმინაციისა და უპირატესობის გარეშე, მაგრამ ადგენს ძალთა ბალანსს ძირითად რელიგიურ ჯგუფებს შორის. მთავრობა ზოგადად პატივს სცემს ამ უფლებებს. ამასთან, პოლიტიკური ოფისების განაწილების კონსტიტუციური დებულება, რელიგიური კუთვნილების შესაბამისად, შეიძლება განვიხილოთ, როგორც არსებითად დისკრიმინაციული. პოლიტიკური ძალაუფლების შეჯიბრით გამოწვეული რელიგიური დაძაბულობის მიუხედავად, ეკლესიები, მეჩეთები და სხვა თაყვანისცემის ადგილები აგრძელებენ თანაარსებობას, საუკუნეების განმავლობაში. არარელიგიური ლიბანელები ძალადობას განიცდიდნენ, რაც აღარ ხდება, რადგან მათი უფლებები ლიბანის ნებისმიერი სხვა მოქალაქის უფლებებს უტოლდება და ამას ქვეყნის კანონმდებლობა განამტკიცებს.

ჰომოსექსუალებისადმი დამოკიდებულება

რედაქტირება

2014 წლიდან ლიბანში ჰომოსექსუალური ურთიერთობა აღარ არის უკანონო, რადგან სასამართლო ხელისუფლებამ გააუქმა სისხლის სამართლის კოდექსის 534-ე მუხლი. ეს მუხლი ითვალისწინებდა, როგორც ქალისა და მამაკაცის ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციას, ასევე სხვა სექსუალურ პრაქტიკას, რომელიც მიჩნეული იყო დევიანტურად და არანორმალურად. ლიბანში გეი და ლესბოსელ ინდივიდებს განსაკუთრებული დაცვა არ აქვთ, მაგრამ გეებისა და ლესბოსელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე ორგანიზაცია და მოძრაობა არსებობს. [10]

ქალთა ხმის მიცემის უფლებები

რედაქტირება

ქალებმა ხმის მიცემის უფლება 1952 წელს მიიღეს, კაცების შემდეგ 5 წლის დაგვიანებით, რომლებმაც ის მიიღეს 1947 წელს საფრანგეთის მანდატისგან დამოუკიდებლობის შემდეგ. [11] 1957 წელს გაუქმდა მოთხოვნა, რომელიც ქალს ხმის მისაცემად წინაპირობად უწესებდა განათლების მიღებას. [12]

ინტერნეტის შეზღუდვები

რედაქტირება

მრავალი ვებსაიტი დაბლოკილია, გარკვეულწილად, არათანმიმდევრულად. [13] ცნობილია, რომ ტელეკომუნიკაციების სამინისტრომ ბრძანა სათამაშო საიტებისა და რამდენიმე პორნოგრაფიული საიტის დაბლოკვა, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე. [14]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Lebanon", Country Reports on Human Rights Practices 2004, Bureau of Democracy, Human Rights, and Labor, U.S. Department of State, 28 February 2005
  2. "Mired in poverty: Palestinian refugees in Lebanon see little hope in new law", Richard Hall, The Guardian, 24 August 2010
  3. "Lebanon: The 'Lee-Side' of the Arab Spring", Somdeep Sen, "openDemocracy", 15 November 2011
  4. "Lebanon: Thousands rally against sectarian leaders", Meris Lutz, "Los Angeles Times", 20 March 2011
  5. "Lebanon: Torture and Other Cruel, Inhuman, or Degrading Treatment or Punishment", 2004 Country Reports on Human Rights Practices, Bureau of Democracy, Human Rights, and Labor, U.S. Department of State, 28 February 2005
  6. Lebanon: The Ministry of Defense Detention Center: A Major Obstacle to the Prevention of Torture: Forgotten victims, unpunished executioners, Marie Daunay, Solida (Paris), 5 October 2006
  7. "Order of the Pre-Trial Judge regarding the release of the four Generals" დაარქივებული 2015-04-06 საიტზე Wayback Machine. , United Nations Special Tribunal For Lebanon, 29 April 2009
  8. "Poverty trap for Palestinian refugees", Alaa Shahine, Aljazeera, 29 March 2004
  9. "Exiled and suffering: Palestinian refugees in Lebanon", Amnesty International, 17 October 2007
  10. "Peaceful Rally in Beirut for Gay Rights", George Achi, L'Orient-Le Jour, 23 February 2009, English translation by Yoshie Furuhashi, MRZine
  11. "International Woman Suffrage Timeline: 1952" დაარქივებული 2015-07-11 საიტზე Wayback Machine. , Jone Johnson Lewis, About.com, accessed 22 August 2011
  12. Elections in Asia and the Pacific: A Data Handbook : Volume I: Middle East, Central Asia, and South Asia. 
  13. Mapping blocked websites in Lebanon 2015, SMEC news, 2015
  14. Lebanon Blocks Six Porn Sites, Sparks Fears of Further Censorship, Global Voices, September 2014