შინდლერის სია (ინგლ. Schindler's List) — 1993 წელს გადაღებული ეპიკური ამერიკული დრამა, რომლის რეჟისორია სტივენ სპილბერგი, ხოლო სცენარის ავტორი სტივენ ზეილიანი. ფილმი ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის რომანს სახელად „შინდლერის კიდობანი“. ფილმში ასახულია წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრება, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ლტოლვილს, რომელთა უმეტესობას პოლონეთში დასახლებული ებრაელები შეადგენდნენ, შეუნარჩუნა სიცოცხლე და იხსნა ჰოლოკოსტისგან იმით, რომ ისინი დაასაქმა საკუთარ საწარმოში.

„შინდლერის სია“
ჟანრი დრამატული ფილმი
რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი
სცენარისტი სტივენ ზეილიანი
როლებში
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
ოპერატორი იანუშ კამინსკი
მონტაჟი მაიკლ კანი
მხატვარი ალან სტარსკი, ევა ბრაუნი
დისტრიბუტორი Universal Pictures
ხანგრძლივობა 195 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 22 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 321.2 მილიონი აშშ დოლარი

ფილმში, შინდლერს განასახიერებს მსახიობი ლიამ ნისონი, შუცშტაფელის („სს“) ოფიცერს, ამონ გეთსრეიფ ფაინზი, ხოლო იცჰაკ შტერნის როლს ასრულებს ბენ კინგსლი.

იდეა ფილმის გადაღების შესახებ გაჩნდა ჯერ კიდევ 1963 წელს. ერთ-ერთმა გადარჩენილმა ებრაელმა, პოლდეკ პრეფერბერგმა მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის ემცნო შინდლერის შესახებ. სწორედ ის გახდა შემდგომში ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის შთაგონების წყარო დაეწერა ბუკერის პრემიის გამარჯვებული წიგნი სახელად „შინდლერის კიდობანი“, რომელიც შემდგომ ფილმს დაედო საფუძვლად.

როდესაც სპილბერგს ხელმძღვანელმა სიდნი შეინბერგმა წიგნის სახელად „შინდლერის კიდობნის“ მიმოხილვა გაუგზავნა, რეჟისორი ამ ამბავმა დააინტერესა. ამიტომაც Universal Studios-მა იყიდა წიგნთან დაკავშირებული საავტორი უფლება. თუმცა სპილბერგი არ იყო დარწმუნებული რომ თავად შეძლებდა ამ ნაწარმოების ეკრანიზაციას. პირველ ეტაპზე მან რამდენიმე რეჟისორთან სცადა მოლაპარაკება მათ აეღოთ ნაწარმოების ეკრანიზაცია, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა თავად განეხორციელებინა ეს ამოცანა.

ძირითადი გადასაღები ადგილი იყო პოლონეთში, კრაკოვში, 72 დღეზე მეტი ხნით. სპილბერგმა გადაწყვიტა ფილმი გადაეღო შავ-თეთრ ფერებში, რითიც მან იმ ეპოქის დროინდელ სურათს მიუახლოვა და დოკუმენტური კადრების მსგავსი ეფექტი შექმნა.

ფილმის პრემიერა გაიმართა 1993 წლის 30 ნოემბერს ვაშინგტონში, ხოლო თავისუფალ გაყიდვაში ჩაეშვა 1993 წლის 15 დეკემბერს შეერთებულ შტატებში. კინოგაქირავებაში, ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით გამოიმუშავა 321.2 მილიონი დოლარი, მაშინ როცა მისი ბიუჯეტი შეადგენდა 22 მილიონს. მან მოიპოვა 7 ოსკარი (12 ნომინაციიდან). ასევე, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო (მათ შორის შვიდი ჯილდო ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე და სამი — ოქროს გლობუსზე). 2004 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ „შინდლერის სია“ დაარეგისტრირა ფილმების ეროვნულ რეესტრში.

ფილმს მიღებული აქვს შვიდი ოსკარი (მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის) 1993 წელს. ფილმის სლოგანია: „ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში მოთხრობილია კათოლიკე გერმანელი ბიზნესმენის, ნაცისტური პარტიის წევრის, ოსკარ შინდლერის ისტორია, რომელმაც ათასზე მეტი პოლონელი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტის დროს. სიაში იგულისხმება 1100 ებრაელი, რომლებიც შინდლერმა დაიქირავა საკუთარ ფაბრიკაში, რათა ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან გადაერჩინა

ჯილდოები

რედაქტირება

ოსკარი

BAFTA

ოქროს გლობუსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Schindler's List, Box Office Mojo.
  კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.