აგრომეტეოროლოგიური სადგური
აგრომეტეოროლოგიური სადგური — დაწესებულება, რომელიც სისტემატურად აკვირდება ამინდს და აღნუსხავს მის ზეგავლენას სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. აგრომეტეოროლოგიურ სადგურში მეტეოროლოგიურ დაკვირვებებს ატარებენ ყველა ჰიდრომეტეოლოგიური სადგურებისათვის დადგენილი საერთო პროგრამით, ზომავენ ნიადაგის ტენიანობას, ტემპერატურას, მზის რადიაციას, ქარის სიჩქარეს, ჰაერის ტენიანობასა და ტემპერატურას. აკვირდებიან სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობას. განსაზღვრავენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების სახეებსა და მათი ჩატარების ვადებს. აგრომეტეოროლოგიური სადგურების ქსელი რუსეთში პირველად პ. ბროუნოვმა XIX საუკუნის დასასრულს შექმნა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- თ. დავითაია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 71.