აგრესიული გარემო, კოროზიული გარემოთხევადი ან აირადი გარემო, რომელიც იწვევს მყარი სხეულების დაშლას ანუ კოროზიას. მაგ., ლითონებისათვის აგრესიული გარემო შეიძლება იყოს წყალი, ჰაერი, ქლორი, ელექტროლიტების წყალხსნარები და სხვა. ნებისმიერი გარემო მეტ-ნაკლებად მოქმედებს მასში მოთავსებულ ნივთიერებებზე, მაგრამ იგი შეიძლება აგრესიულად ჩაითვალოს მაშინ, თუ ნივთიერების დაშლა ძლიერ შესამჩნევია. ჩვეულებრივად გარემოს აგრესიულად თვლიან რომელიმე ნივთიერების მიმართ, მაგ., ტუტეთა და მჟავათა ხსნარები, ზღვის წყალი აგრესიული გარემოა ალუმინისათვის, მაშინ როცა ჰაერი, მტკნარი წყალი და კონცენტრირებული აზოტმჟავა ალუმინზე არ მოქმედებს. აგრესიული გარემოს ტემპერატურის ზრდასთან ერთად იზრდება მისი აგრესიულობაც.

ლიტერატურა

რედაქტირება