აგეურთა — ნასოფლარი საქართველოში. მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კახეთის მხარეში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა თემში, სოფელ ომალოს თემში, მისგან 9 კმ-ის მოშორებით. შენაქოდან აგეურთამდე მიემართება საფეხმავლო ბილიკი. აგეურთა პირიქითა თუშეთის თემის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი დასახლებაა, რომელიც, თავისთავად, ახლოს მდებარეობს ჩრდილოკავკასიური სასაზღვრო ზოლის კულტურულ არეალთან, რამაც, რეალურად განაპირობა კიდევაც აქტიური სოციალური-ყოფითი ურთიერთობები მოცემულ რეგიონთან, რაც ისტორიის მანძილზე ხშირ დაპირისპირებასა და ჩრდილოკავკასიური მოსახლეობის აქტიურ თავდასხმებსა და ძარცვაში გამოიხატა.

ნასოფლარ აგეურთას 2018 წელს, თუშეთის კიდევ ცხრა პუნქტთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].

მდებარეობა

რედაქტირება

ნასოფლარი განლაგებულია საშუალო დახრილობის მთის კალთაზე, შედგება ოციოდე საცხოვრებელი კოშკისგან, რომელთა დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული. ნასოფლარს შუაზე კვეთს სამანქანო გზა. კოშკების საშენი მასალა ერთგვარია — ფიქალი. წყობა მშრალია. ზოგიერთ კოშკში ნალესობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. კოშკებიდან მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე შემორჩენილია მხოლოდ ოთხი კოშკი. მათგან ერთ-ერთი მათგანის კედლები ექვსი სართულის სიმაღლეზე დგას, თუმცა, ისინიც იმდენადაა დაზიანებული, რომ ნგრევის პირას არიან მისული. ოთხივე კოშკის სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია კოჭების საყრდენი კონსტრუქციის ნაშთები).

არსებული მონაცემებით არ იკითხება სალოცავი, რელიგური კულტის აღმნიშვნელო ნაგებობები, რომლებიც, როგორც წესი დასახლების გამორჩეულ ადგილას ან მის სიახლოვეს მდებარეობდა. ასევე არ გვხვდება სასაფლაო აკლდამები, რომელთა არსებობაც გარდაუვალი რეალობა იყო, თუმცა ამ უკანასკნელისთვის განირჩევა დასახლების ზედა არეზე გარკვეული მონაკვეთი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება