აგარების ეკლესია — ეკლესია სოფელ გომის დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ძლიერ დაზიანებულია.

ეკლესია დარბაზულია (10,6 X 6,07 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი ორი აქვს, დასავლეთით და სამხრეთით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ნიშია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ხის კანკელით. კანკელზე გადაკრულია მოხატული თუნუქის ფირფიტები. კონქზე შემორჩენილია მოხატულობის ოდნავ შესამჩნევი ფრაგმენტები. ორსაფეხურიანი სატრიუმშფო თაღის საყრდენი პილასტრები წაკვეთილია იატაკიდან 1,6 მეტრზე. ფასადებიდან გადარჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთისა, რომელსაც თლილი ქკიშაქვით ამოყვანილი კუთხეები და აგურის შვერილი ლავგარდანი აქვს. ფრონტონში ჩასმულ სწორკუთხა ქვაზე ამოკვეთილია ორნამენტი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17702