ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აბუ სალემი (დ. 1969, აზამგარის რაიონი, უტარ -პრადეში)  — ინდოელი დამნაშავე და ტერორისტი, რომელიც იხდის უვადო სასჯელს. აბუ სალემი მუშაობდა დავუდ იბრაჰიმის კომაპანია D-Company– ში. დაკავებული იყო  იარაღის ტრანსპორტირებითა და კონტრაბანდით, ქირაობდა უმუშევარ ახალგაზრდებს აზამგარის რაიონიდან მუმბაიში შეიარაღებულ თავდასხმებში მონაწილეობის მისაღებად.[1]

აბუ სალემი
Abu Salem
დაბადების თარიღი 1969
აზამგარხი, უტარ-პრადეში, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა განგსტერი, ტერორისტი

აბუ სალემმა სახელი გაითქვა ბოლივუდის კინოინდუსტრიის  დატერორებით, კინოპროდიუსერებისგან ფულის გამოძალვით და ინდური  ფილმების საზღვარგარეთ  ჩვენების უფლების ჩამორთმევით. როგორც ცნობილია, აბუ სალემი ემუქრებოდა ბოლივუდის პროდიუსერებს გულშან კუმარს, სუბაშ ღაის, რაჯივ რაისა და რაკეშ როშანს. 1997 წელს, მისი ბრიგადის წევრებმა მოკლეს გულშან კუმარი, ასევე სცადეს რაჯივ რაიას და რაკეშ როშანის მოკვლა, მაგრამ ვერ მოახერხეს. ის ასევე მონაწილეობდა რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობაში, გამოძალვასა და სხვა სისხლის სამართლის დანაშაულში. 2002 წელს  დააპატიმრეს პორტუგალიაში საბუთების გაყალბების ბრალდებით და ინდოეთს გადასცეს. მოგვიანებით  პროდიუსერმა ამბერ შარმამ აბუ სალემი ამხილა სერიალში Mafia Life. 2015 წელს აბუ სალემს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს დოკუმენტების გაყალბების, მკვლელობების ორგანიზებისა და ტერაქტში მონაწილეობისთვის.[2][3]

ცხოვრების ადრეული წლები

რედაქტირება

აბუ სალემი დაიბადა 1969 წელს (გამოძიების ცენტრალური ბიუროს თანახმად,  მუმბაის პოლიცია მიიჩნევს, რომ იგი დაიბადა 1962 წელს, ხოლო ზოგიერთი მონაცემების მიხედვით - 1968 წელს) უტარ -პრადეშში., აზაგარის რაიონის სოფელ ოჯახში, სოფელ სარაი მირში. მისი ოჯახი საშუალოზე დაბალ ფენას მიეკუთვნებოდა. აბუ სალემს  ჰყავდა კიდევ სამი ძმა. მამა მუშაობდა იურისტად, გარდაიცვალა საგზაო შემთხვევის შედეგად. აბუ სალემს ჰქონდა მცირე სახელოსნო. კოლეჯის დამთავრების შემდეგ მან  დატოვა სოფელი და  დელიში გადავიდა, სადაც მუშაობდა ტაქსის მძღოლად. 1985 წელს იგი  მუმბაიში ჩავიდა. იქ  პურის მიმწოდებლად მუშაობდა, შემდეგ კი- გამყიდვლად ტანსაცმლის მაღაზიაში. 1987 წელს  გახდა უძრავი ქონების ბროკერი. აბუ სალემი 1988 წელს  პირველად მოექცა პოლიციის ყურადღების არეალში,  მას შემდეგ, რაც კოლეგა სცემა ფულის გამო. აბუ სალემი დაქორწინდა სამირა ჯუმანზე (მოგვიანებით გაშორდა მას), ჰყავს ორი ვაჟი.  მას უყვარს კინო და ზოგიერთი წყაროს თანახმად, შვილებს ბოლივუდის მსახიობების სახელები დაარქვა. მისი უფროსი ძმა აბუ ჰათიმი, ასევე ცნობილი როგორც „ჩუნჩუნ მიანი“, ფლობს მაღაზიას მშობლიურ სოფელში. [4]

კრიმინალური კარიერა

რედაქტირება

1980 -იან წლებში აბუ სალემი ჩავიდა მუმბაიში, ერთ დროს მუშაობდა თავის ბიძაშვილ ახტართან, რომელსაც ჰქონდა იაფი ელექტრონიკის მაღაზია ანდხერის მატარებლის სადგურის სიახლოვეს. ახტარი თანამშრომლობდა დავუდ იბრაჰიმის ერთ -ერთი ბრიგადის ლიდერ საიდ თოფთან. მოგვიანებით, აბუ სალემმა დააარსა ტურისტული სააგენტო D- Company-ს კრიმინალებთან ერთად. 1989 წლიდან 1993 წლამდე სალემი მუშაობდა D-Company– ის მძღოლად. მის საქმიანობას  მუმბაიში ბანდის წევრებისთვის იარაღის, ნაღდი ფულის და საქონლის მიწოდება წარმოადგენდა.  საქონლის დროულად  ადგილზე მიტანის უნარის გამო მას მეტსახელად "აბუ სამაანი" შეარქვეს. 1992 წელს სალემმა იარაღი  ბოლივუდის კინომსახიობ სანჯაი დათს მიჰყიდა. 1993 წლის მარტში  მონაწილეობა მიიღო მუმბაის ტერაქტის მომზადებაში, სერიული აფეთქებების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის შემდეგ აბუ სალემმა დატოვა ქვეყანა და გადავიდა დუბაიში, სადაც გახსნა ბიზნეს ცენტრი სახელწოდებით Kings of Car Trading.

1990-იანი წლების შუა ხანებში  D- Company– ის ბევრი კრიმინალი  ჩოტა რაჯანის ბანდის წევრებმა მოკლეს, ზოგი დაიღუპა პოლიციელებთან შეტაკების დროს. აბუ სალემმა წარმატებით გამოიყენა ახალი სტრატეგია: იგი ქირაობდა  უმუშევარ მუსლიმ ახალგაზრდებს თავისი მშობლიური აზამგარჰიდან, რომლებიც მუმბაიში ჩადიოდნენ,  დაქირავებული ახალგაზრდები ნებისმიერ დავალებას ასრულებდნენ და მეორე დღეს სახლში ბრუნდებოდნენ. მათი ანაზღაურება ადგილობრივ კრიმინალებთან შედარებით მცირე იყო, თან მომბაის პოლიცია მათ თვალს ვერ ადევნებდა, ვინაიდან ეს ახალგაზრდები ადრე არ იყვნენ შემჩნეულები მსგავს საქმიანობაში.

მალე აბუ სალემმა მიიღო ანის იბრაჰიმის (დავუდის ძმის) მხარდაჭერა და დაჯგუფების  იერარქიაში უფრო მაღა საფეხურზე ავიდა.  მოლაპარაკების კარგი უნარის გამო აბუ სალემს დაევალა თვალყური ედევნებინა  ბოლივუდში გარიგებების მართვასა და ფილმების დაფინანსებაზე. აბუ სალემმა მოახდინა საზღვარგარეთ ფილმების ჩვენების უზურპაცია, ფულს სძალავდა ბოლივუდის ცნობილ პროდიუსერებს. იგი  ჯერ ჩხოტა შაკილის ხელმძღვანელობით მოქმედებდა, მაგრამ მოგვიანებით დამოუკიდებელი საქმიანობა დაიწყო და უშუალოდ დავუდს დაემორჩილა. ზოგიერთი ცნობის თანახმად, აბუ სალემი გახდა ცნობილი მუსიკალური პროდიუსერის გულშან კუმარის მკვლელობის ორგანიზატორი 1997 წლის 12 აგვისტოს დავუდის თანხმობის გარეშე. მისი ბანდის წევრებმა ასევე ესროლეს ბოლივუდის რეჟისორებს რაჯივ რაის და რაკეშ როშანს, როდესაც მათ უარი განაცხადეს ფულის გადახდაზე. აბუ სალემი დავუდ იბრაჰიმის რისხვის შიშით  გაიქცა დუბაიდან,. 1998 წელს მან შეწყვიტა ურთიერთობა დავუდ იბრაჰიმთან და დატოვა კომპანია  D-Company, ზოგიერთი ცნობით, იმის გამო, რომ დავუდმა დადო ფსონი ჩოტუ შაკილზე . 2000 წელს აბუ სალემი გეგმავდა Milton Plastics-ის  მფლობელის გატაცებას 30 მილიონი რუპიას სანაცვლოდ. 2001 წლის იანვარში მისი ბანდის წევრებმა ესროლეს და მოკლეს აჯიტ დივანი, კინომსახიობ მანიში კოირალის პირადი მდივანი. 2001 წლის ოქტომბერში, აბუ სალემის ბანდის ოთხი წევრი დაიღუპა ბანდრაში, როდესაც გეგმავდნენ თავდასხმას ამირ ხანზე, აშუტოშ გოვარიკარზე და ჯამა სუგჰენდზე. 2002 წლის ივლისში სალემის ბანდის ორმა დამნაშავემ ცეცხლი გაუხსნა რეჟისორ ლოურენს დ’უსუზას.[5]

დაკავება, ექსტრადიცია და სასამართლო პროცესი

რედაქტირება

აბუ სალემს ბრალი წაუყენეს 1993 წელს მუმბაიში მომხდარ ტერაქტში, 1997 წელს მუსიკალური პროდიუსერის გულშან კუმარის მკვლელობაში, ინდოელი მსახიობის მდივნის მანიში კოირალას მკვლელობაში, სამშენებლო ბიზნესის ხელმძღვანელის მკვლელობასა და 50 -ზე მეტ სხვა  დანაშაულში.

2002 წლის 20 სექტემბერს ინტერპოლმა აბუ სალემი ინდოელ მსახიობ მონიკა ბედისთან ერთად დააპატიმრა  ლისაბონში (პორტუგალია). 2004 წლის თებერვალში პორტუგალიის სასამართლომ დაუშვა მისი ექსტრადირება ინდოეთში, რათა  მისი გასამართლება მომხდარიყო 1993 წლის მუმბაის ტერაქტების ორგანიზებისთვის. მასთან ერთად მონიკა ბედის ექსტრადირებაც მოხდა დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით. 2015 წლის 16 თებერვალს სასამართლომ აბუ სალემი დამნაშავედ ცნო  ბიზნესმენ  პრადიპ ჯაინის მკვლელობაში, რომელიც დახვრიტეს  1995 წლის 7 მარტს. აბუ სალემს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა ბიზნესმენის მკვლელობისთვის. აბუ სალემი, მუსტაფა დოსა და 4 სხვა პირი  მუმბაიში გამოძიების ცენტრალური ბიუროს სპეციალურმა სასამართლომ  გაასამართლა 2017 წლის 16 ივნისს, 1993 წლის მუმბაის ტერაქტის ორგანიზებისთვის. აბუ სალემს კვლავ მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. 2018 წლის 7 ივნისს, დელის სასამართლომ აბუ სალემი კვლავ დამნაშავედ ცნო 2002 წელს  ბიზნესმენ აშოკ გუფტასგან დიდი  რაოდენობით თანხის გამოძალვაში და მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ 2002 წლის 2 აპრილს გუფტამ მიიღო ორი სატელეფონო მუქარის ზარი აბუ სალემისგან,  რომლის მიხედვით, თუ მას ბიზნესმენი დროულად  არ გადაურიცხავდა ფულს, მას და მის ოჯახის წევრებს საშინელი სასჯელი ელოდათ.

აბუ სალემი სასჯელს მუმბაის არტურ როუდის ციხეში იხდის.[6][7][8]

მუსიკალური კარიერა

რედაქტირება

2013 წლის აგვისტოში პენჯაბელმა მომღერალმა სუჰინდერ სინგ მაანმა განაცხადა, რომ  მის მომავალ მუსიკალურ ალბომში ჩაწერდა სიმღერას, რომელიც აბუ სალემმა დაწერა ციხეში.[9]

ზოგიერთი მონაცემების თანახმად, აბუ სალემის ქონება 55 მილიარდ ინდური რუპიას შეადგენს  (დაახლოებით 0.67 მილიარდი აშშ დოლარი).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

აბუ სალემი 1991 წელს დაქორწინდა სამირა ჯუმანზე, 17 წლის კოლეჯის სტუდენტზე, რომელთანაც  ორი  ვაჟი ჰყავს. სამირა ამჟამად ცხოვრობს გვინეტის ოლქში, ჯორჯიის შტატში, აშშ. პორტუგალიაში აბუ სალემის დაპატიმრების შემდეგ, სამირა ჯუმანმა მისცა ინტერვიუ, რომელშიც განაცხადა, რომ სალემი  ნერვიული, მოძალადე ადამიანი იყო და იგი იძულებული გახდა მასზე დაქორწინებულიყო.

აბუ სალემს ურთიერთობა ჰქონდა ინდოელ მსახიობ მონიკა ბედისთან. ისინი ერთად დააპატიმრეს პორტუგალიაში 2002 წლის სექტემბერში. 2006 წელს ინდოეთის სასამართლომ მონიკა ბედი დამნაშავედ ცნო ყალბი პასპორტის გამოყენებაში.[10] 2010 წლის ნოემბერში ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მას შეუმცირა პატიმრობა და მონიკა ბედი გაათავისუფლეს. [11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. «1993 Mumbai serial blasts case: Here’s a look at the deadly role played by the 6 convicts», DNA News, 7 Sept 2017.
  2. 1993 Mumbai serial blasts: Abu Salem, five others convicted[მკვდარი ბმული] (16 June 2017). ციტირების თარიღი: 9 მაისი 2018.
  3. India gangster Abu Salem jailed for life for 20-year-old murder. BBC News.
  4. BEYOND ABU. indianexpress.com.
  5. "Life and crimes of Abu Salem – Deccan Herald – Internet Edition". deccanherald.com. Archived from the original on 9 July 2011.
  6. Seven-year jail term for Abu Salem, The Hindu (7 June 2018). ციტირების თარიღი 7 ივნისი 2018.
  7. India. Gangster Abu Salem sentenced to life in Pradeep Jain murder case. The Indian Express (25 February 2015).ციტირების თარიღი: 25 თებერვალი 2015.
  8. "Explained: What's inside Mumbai's Arthur Road jail, and why does it have such a reputation?". The Indian Express. 18 September 2020. Retrieved 2 August 2021
  9. Song composed by Abu Salem to release in a Music Album. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი 2013.
  10. "Fake Passport Case: SC Upholds Bedi's Conviction". Outlook. 9 November 2010. Archived from the original on 2 February 2014. Retrieved 5 October 2012.
  11. "Monica Bedi lives tough life in jail". CNN-IBN. 1 October 2005. Archived from the original on 2 February 2014. Retrieved 22 April 2012.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბუ_სალემი“-დან