ისმაილ იბნ ალი ა ლ-აიუბ აბუ ლ-ფიდა (არაბ. أبو الفداء; დ. ნოემბერი 1273, დამასკო — გ. 27 ოქტომბერი, 1331, ჰამა) — არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი. ჰამის (სირია) აიუბიდ ამირათა შთამომავალი. მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ასტრონომია, მედიცინა, ბოტანიკა) შესანიშნავი მცოდნე, პოეტი. იყო მამლუქთა სულთნების სამსახურში.

აბუ ლ-ფიდა
არაბ. إسماعيل بن علي بن محمود بن مُحمَّد بن عُمر بن شاهنشاه الأيُّوبي
დაბ. თარიღი ნოემბერი, 1273
დაბ. ადგილი დამასკი[1]
გარდ. თარიღი 27 ოქტომბერი, 1331 (57 წლის)
გარდ. ადგილი ჰამა[1]
ეროვნება ქურთები
საქმიანობა გეოგრაფი[2] , ისტორიკოსი, ასტრონომი, ასტროლოგი, პოლიტიკოსი, მმართველი და მწერალი[3]
შვილ(ებ)ი Al-Afdal Muhammad

ცნობილია მისი ორი თხზულება: „ადამიანთა მოდგმის შემოკლებული ისტორია“, შედგება ორი ნაწილისაგან. პირველში მოთხრობილია ისლამამდელი ხანის ისტორია, მეორეში — ისლამის ისტორია 1329 წლამდე. ეს თხზულება კომპილაციური ხასიათისაა, მაგრამ მასში მოიპოვება ისეთი მასალაც, რომელიც სხვასთან არ გვხვდება. მეორე ნაწილში არის ცნობები, თბილისის საამიროს უკანასკნელი პერიოდის შესახებ. აბუ ლ-ფიდას ცნობები საქართველოს შესახებ ქათულ ისტორიოგრაფიაში შემოიტანეს ი. მაჭავარიანმა და ივანე ჯავახიშვილმა.

გეოგრაფიულ თხზულებაში — „ქვეყნების მოწესრიგება“ აღწერილია შავი ზღვა, მდინარე მტკვარი და მასზე მდებარე ქალაქები, მათ შორის თბილისი, კავკასიონი და იქ მოსახლე ხალხები.

მის საპატივცემულოდ მთვარის ხილულ მხარეზე მდებარე ერთ-ერთ კრატერს ეწოდა სახელი აბუ ლ-ფიდა.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება