აბუ ლ-ფიდა (მთვარის კრატერი)

კრატერი აბუ ლ-ფიდა (ლათ. Abulfeda) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ცენტრალურ ნაწილში. სახელი ეწოდა არაბი ისტორიკოსისა და გეოგრაფის აბუ ლ-ფიდას პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს).

მთვარის კრატერი
აბუ ლ-ფიდა
Abulfeda
მონაცემები
დიამეტრი 62.2 კმ
მოცულობა 3700 კმ³
უდიდესი სიღრმე 1230 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი აბუ ლ-ფიდა
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
13.87° ს. გ. 13.91° ა. გ. / 13.87° ს. გ. 13.91° ა. გ. / -13.87; 13.91
ციური სხეული მთვარე
აბუ ლ-ფიდა (მთვარის კრატერი) — მთვარე
აბუ ლ-ფიდა (მთვარის კრატერი)
აბუ ლ-ფიდა ვიკისაწყობში

კრატერის აღწერა

რედაქტირება

კრატერის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კრატერი ანდელი, ჩრდილოეთით — კრატერი დოლონდი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კანტისა და დეკარტის კრატერები, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი ტაციტუსი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი ალ-მამუნი. აბულ-ფიდას კრატერის ზვინულის სამხრეთ ნაწილიდან კრატერ ალ-მამუნის ზვინულის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით გადაჭიმულია აბულ-ფიდას კრატერების ჯაჭვი, რომელიც შემდგომ 210 კმ მანძილზე ვრცელდება და კვეთს ალთაის კიდეს[1]. კრატერის დიამეტრია 62.2 კმ[2], სიღრმე 1.23 კმ[3].

კრატერის ზვინულის სამხრეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილები მოფენილია მრავალრიცხოვანი პატარა კრატერებით, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს კვეთს ხეობები. ზვინულის შიდა დახრილობა შესამჩნევად ფართოა აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთი უფრო ვიწრო და ძლიერ დანგრეული, მთელ სიგრძეზე შიდა ფერდობი გათლილი, სავარაუდოდ მეზობელი ზემოქმედების დროს სეისმური აქტივობის შედეგად. ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მთვარის რელიეფის მიმართ არის 1250 მ, კრატერის მოცულობა დაახლოებით 3700 კმ³. კრატერის თასის ფსკერი ივსება ან იმბრიული ზემოქმედების დროს ამოფრქვეული ქანებით ან ლავის ნაკადებით და აქვს შედარებით ბრტყელი ტოპოგრაფია შესამჩნევი სტრუქტურების გარეშე. ცენტრალური მწვერვალი არ არის, სავარაუდოდ დაიფარა კრატერის შევსებისას.

სატელიტური კრატერები

რედაქტირება
 
დევიდ კემბელის ფოტო
აბუ ლ-ფიდა[2] კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 16°26′S 10°45′E / 16.43° ს. გ. 10.75° ა. გ. / -16.43; 10.75 (Абу-ль-Фида A) 13.3
B 14°31′S 16°22′E / 14.51° ს. გ. 16.37° ა. გ. / -14.51; 16.37 (Абу-ль-Фида B) 15.5
BA 14°41′S 16°48′E / 14.69° ს. გ. 16.8° ა. გ. / -14.69; 16.8 (Абу-ль-Фида BA) 14.0
C 12°47′S 10°50′E / 12.79° ს. გ. 10.83° ა. გ. / -12.79; 10.83 (Абу-ль-Фида C) 16.4
D 13°15′S 9°28′E / 13.25° ს. გ. 9.46° ა. გ. / -13.25; 9.46 (Абу-ль-Фида D) 19.7
E 16°46′S 10°08′E / 16.76° ს. გ. 10.14° ა. გ. / -16.76; 10.14 (Абу-ль-Фида E) 5.5
F 16°11′S 13°04′E / 16.19° ს. გ. 13.07° ა. გ. / -16.19; 13.07 (Абу-ль-Фида F) 17.5
G 13°06′S 8°56′E / 13.1° ს. გ. 8.94° ა. გ. / -13.1; 8.94 (Абу-ль-Фида G) 6.3
H 13°50′S 9°34′E / 13.84° ს. გ. 9.56° ა. გ. / -13.84; 9.56 (Абу-ль-Фида H) 4.2
J 15°29′S 10°02′E / 15.49° ს. გ. 10.03° ა. გ. / -15.49; 10.03 (Абу-ль-Фида J) 4.1
K 14°55′S 10°35′E / 14.92° ს. გ. 10.58° ა. გ. / -14.92; 10.58 (Абу-ль-Фида K) 9.9
L 14°05′S 10°40′E / 14.09° ს. გ. 10.67° ა. გ. / -14.09; 10.67 (Абу-ль-Фида L) 5.0
M 16°14′S 12°04′E / 16.23° ს. გ. 12.06° ა. გ. / -16.23; 12.06 (Абу-ль-Фида M) 10.1
N 15°08′S 12°12′E / 15.14° ს. გ. 12.2° ა. გ. / -15.14; 12.2 (Абу-ль-Фида N) 13.1
O 15°28′S 11°10′E / 15.47° ს. გ. 11.16° ა. გ. / -15.47; 11.16 (Абу-ль-Фида O) 6.6
P 15°30′S 11°32′E / 15.5° ს. გ. 11.54° ა. გ. / -15.5; 11.54 (Абу-ль-Фида P) 4.6
Q 12°52′S 12°13′E / 12.86° ს. გ. 12.22° ა. გ. / -12.86; 12.22 (Абу-ль-Фида Q) 3.5
R 12°47′S 12°58′E / 12.79° ს. გ. 12.97° ა. გ. / -12.79; 12.97 (Абу-ль-Фида R) 6.3
S 12°17′S 13°18′E / 12.28° ს. გ. 13.3° ა. გ. / -12.28; 13.3 (Абу-ль-Фида S) 5.3
T 14°52′S 13°43′E / 14.86° ს. გ. 13.71° ა. გ. / -14.86; 13.71 (Абу-ль-Фида T) 6.2
U 12°58′S 13°48′E / 12.97° ს. გ. 13.8° ა. გ. / -12.97; 13.8 (Абу-ль-Фида U) 5.8
W 12°33′S 13°51′E / 12.55° ს. გ. 13.85° ა. გ. / -12.55; 13.85 (Абу-ль-Фида W) 5.4
X 15°01′S 13°59′E / 15.01° ს. გ. 13.99° ა. გ. / -15.01; 13.99 (Абу-ль-Фида X) 5.8
Y 12°46′S 14°03′E / 12.76° ს. გ. 14.05° ა. გ. / -12.76; 14.05 (Абу-ль-Фида Y) 4.6
Z 14°44′S 15°11′E / 14.73° ს. გ. 15.18° ა. გ. / -14.73; 15.18 (Абу-ль-Фида Z) 5.7

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Кратер Абу-ль-Фида на карте LAC-78.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  2. 2.0 2.1 Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2019-12-02
  3. John E. Westfall’s Atlas of the Lunar Terminator, Cambridge Univ. Press (2000). ციტირების თარიღი: 2012-11-25