აბუ ლ-ათაჰია
აბუ ისჰაკ ისმაილ იბნ ალ-კასიმ იბნ სუვაიდ იბნ ქაისანი აბუ ლ-ათაჰია (არაბ. أبو العتاهية; დ. 748, ქუფა — გ. 826, ან 828 ბაღდადი) — არაბი პოეტი, ფილოსოფიური ლირიკის პირელი წარმომადგენელი, ზუჰდიას ჟანრის ფუძემდებელი არაბულ პოეზიაში. ახალგაზრდობაში თიხის ჭურჭლით ვაჭრობდა. შემდეგ ბაღდადში აბასიანი ხალიფების (ალ-მაჰდის, ჰარუნ ალ-რაშიდის, ალ-მამუნის, ალ-ამინის) კარის პოეტი იყო. განიცადა მანიქევლური იდეების გავლენა, ერეტიკოსობა დასდეს ბრალად. მის ღაზალებსა და ე. წ. ღვინის ლექსებს იმ დროის გამოჩენილი მომღერლები ასრულებდნენ. ღაზალებში ასახულია პოეტის უიღბლო სიყვარული სამეფო კარის მხევალ უთბასადმი. ასკეტურ ლექსებში („ზუჰდიათი“) მსჯელობს სიცოცხლის აზრზე, სიკვდილის გარდაუვალობის, ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებისა და საოციალური უსამართლოების შესახებ. აბუ ლ-ათაჰია იყო პოეტური მეტრიკის ნოვატორი. გავლენა მოახდინა არაბული ფილოსოფიური ლირიკის უდიდეს წარმომადგენელ ალ-მაარიზე.
აბუ ლ-ათაჰია | |
---|---|
არაბ. أبو العتاهية | |
დაბადების თარიღი | 748[1] [2] |
დაბადების ადგილი | Ayn al-Tamr[2] |
გარდაცვალების თარიღი | 826[1] ან 828[1] [2] |
გარდაცვალების ადგილი | ბაღდადი |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა | აბასიანთა სახალიფო |
ჟანრი | კასიდა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 44.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 კრუგოსვეტი — 2000.
- ↑ 2.0 2.1 2.2 G. W. T. Abu-l-'Atahiya // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 1. — P. 79.