ძაგან აბულეთისძე
(გადამისამართდა გვერდიდან აბულეთისძე, ძაგან)
ძაგან აბულეთისძე — კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XIII საუკუნის შუა წლებში. კახეთის თეძმის პატრონი. 1258 მონაწილეობდა ბაღდადზე მონღოლთა ლაშქრობაში, საიდანაც დიდი ნადავლით დაბრუნდა. ნადავლის ნაწილით იყიდა სოფ. ანგროინი (შესახლოა ახლანდ. ანგრევანი) და შიომღვიმის მონასტერს შესწირა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 45.