კალენიკე აბულაძე

(გადამისამართდა გვერდიდან აბულაძე, კალენიკე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულაძე.

კალენიკე სარდიონის ძე აბულაძე (დ. 1895, სოფ. სიმონეთი, ახლანდელი თერჯოლის რაიონი ― გ. 21 სექტემბერი, 1972, ლენინგრადი) — ქართველი ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1925 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1932 წლამდე მუშაობდა სამხედრო ექიმად ამიერკავკასიაში, 1932-იდან - ლენინგრადში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი განაგებდა ამავე ინსტიტუტის უმაღლესი ნერვული მოქმედების პათოლოგიის ლაბორატორიას. აკადემიკოს ივანე პავლოვის ხელმძღვანელობით შეისწავლა უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიის კანონზომიერებანი, კერძოდ, ყნოსვის, სმენისა და მხედველობის რეცეპტორების მოშლით გამოწვეული ნერვული პროცესების დარღვევა ტვინის ქერქში. შეიმუშავა პირობითი და უპირობო ცრემლდენისა და ნერწყვის გამოყოფის გამოკვლევის ორიგინალური მეთოდები. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთისა და დიდ სამამულო ომებში. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება