აბულაშვილიქართული გვარი. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა. აბულა მკერვალთუფროსი მოიხსენიება 1635 წელს. აბულაშვილი მოიხსენიება სოფელ ენაგეთში. საქართველოში 1095 აბულაშვილი ცხოვრობს. 540 კაცი და 555 ქალი. სიღნაღში 353, თბილისში 316, ახმეტაში 111. ასევე აბულაშვილები ცხოვრობენ ისტოეიულ ჰერეთის (აზერბაიჯნის რესპუბლიკა, საინგილო) რაიონ კახში (ძველი სახელწოდება კაკი) 2 ოჯახი, ამავე რაიონის სოფელ ქოთოქლოში 11 ოჯახი. საინგილოს მეორე რაიონ ზაქათალაშიც იყვნენ აბულაშვილები, მაგრამ საინგილოს აზერბაიჯნისთვის გადაცემის შემდეგ, აზერბაიჯნის რესპუბლიკის ხელისუფლებამ საბჭოთა კავშირის დროს და უფრო გვიან მუსავატების მთავრობის მმართველობისას ზაქათალის ქართული გვარები შეცვალეს და ამ რეპრესიებს შეეწირნენ აბულაშვილებიც, სწორედ ეს ხალხია მოხსენიებული ინგილოებად, ანუ შეცვლილი აქვთ ქართული გვარ-სახელები და რელიგია მართმადიდებლობის ნაცვლად ისლამი მიაღებინეს. [წყარო არ არის მითითებული 1651 დღე]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება