აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი[1] — თბილისის აბრეშუმის მუზეუმი (გ. ცაბაძის ქუჩა № 6, დინამო სტადიონთან). მუზეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის — დაარსდა 1887 წელს და წარმოადგენდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილს. აბრეშუმის მუზეუმის ახლანდელი შენობას საფუძველი ჩაეყარა 1889 წლის 9 ოქტომბერს, ხოლო ააგო ალექსანდრე შიმკევიჩმა 1892 წელს. ნაგებობას ამჟამად ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი გააჩნია. მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს. მუზეუმს ყოველწლიურად დაახლოებით 3 000 ადამიანი სტუმრობს.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
41°43′19″ ჩ. გ. 44°47′17″ ა. გ. / 41.72194° ჩ. გ. 44.78806° ა. გ. / 41.72194; 44.78806
დაარსდა 1887 წელს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
დამაარსებლები ნიკოლოზ შავროვი
მდებარეობა თბილისი
სტატუსი სახელმწიფო
ოფიციალური საიტი silkmuseum.ge
Map

კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური

რედაქტირება

1887 წელს თბილისში, მუშტაიდის ბაღში დაარსდა კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური, რომელსაც სათავეში ედგა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო საიმპერატორო საზოგადოების კომიტეტის წევრი ნიკოლოზ შავროვი. სადგურის დაარსებამდე შავროვი რუსეთის იმპერიის მაშინდელმა ხელისუფლებამ მიავლინა ევროპის მსგავს სადგურებში გამოცდილების მისაღებად, ასე რომ კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური ევროპული მოდელის მიხედვით შეიქმნა. სადგურის ძირითადი ამოცანა იყო მოსახლეობის ჯანსაღი გრენით უზრუნველყოფა და აბრეშუმის მოვლის გაუმჯობესებული საშუალებების გავრცელება, რადგანაც ამ დროს კვაკასიაში უკვე ძალინ გავრცელდა მაშინდელი მსოფლიო მეაბრეშუმეობის დიდი პრობლემა - აბრეშუმის ჭიის დაავადება პებრინა. კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური არა მარტო პრაქტიკული, არამედ საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობითაც იყო დაკავებული. თავდაპირველად აქ მოყავდათ არა მხოლოდ აბრეშუმი, არამედ განვითარებული იყო მეფუტკრეობაც.

კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის დაქვემდებარებაში შედიოდა ნუხის მაზრის — ვართაშენის, შუშის მაზრის — სეიდლის და ზაქათალის ოლქის მეაბრეშუმეობის სადგურები. ასევე გამოსცემდა შრომებს[2] და იზვესტიებს[3].

 
Труды Кавказской шелководственной станции. Тифлис. 1901—1902, 1904—1905, 1909. Первый год изд. 1887/1888. Неопред.

Ред. [Н. Н. Шавров, дир. Станции].

30 см., 78—142 с. Илл.

Т. 10 вып. 1 (1901), вып. 2 — вып. 3 (1905)

т. 11 (1904)

т. 12 вып. 1 (1904), вып. 2*, вып. 3 (1902)

т. 13 (1909) последний.

Надзаг.: т. 10 вып. 2, 3, т. 11 — М-во земледелия и гос. имуществ. Кавказская шелководственная станция; т. 13 — Глав. упр. землеустройства и земледелия. Кавказская шелководственная станция.

Указ. содерж.: Указатель статей, помещенных в томах 1—12 «Трудов» и т.т. 1—6 «Известий Кавказской шелководств. станции». — «Известия Кавказской шелководств. станции», т. 7, вып. 11 (1905), с. 3—44.

Прилож.: 1901—1902 Известия Кавказской шелководственной станции“
 
Известия Кавказской шелководственной станции [за 1900—1906, 1911—1916 год]. Тифлис. 1901—1916. Продолж. Первый год изд. 1898.

Ред. [Н. Н. Шавров, дир. станции]. Изд. [Кавказская шелководственная станция].

24 см., 8—46 с.; с 1913 20—154 с.; табл. на вкл. л. л.

1900 вып. 2 — вып. 12 (1901—1903)

1901 [т. 4] вып. 1-2 — вып. 12 (1902, 1904)

1902 [т. 5] вып. 1 — вып. 12 (1903—1904)

1903 т. 6 вып. 1 — вып. 12 (1903—1904)

1904 т. 7 вып. 1 — вып. 12 (1904—1907)

[1905] т. 8 вып. 1 (1907)

1906 т. 8 вып. 2 — вып. 3 (1907)

1907—1910 не выход.

1911—1913 по 4 вып. в год

1914—1916 по 2 вып. в год.

С 1911 год указан в выходных данных.

Надзаг.: Министерство земледелия и государственных имуществ. Кавказская шелководственная станция; в т. 7 вып. 6-7—12, т. 8 — Главное управление землеустройства и земледелия. Кавказская шелководственная станция. — «Известия» за 1901—1902 г.г. были приложением к журн. «Труды Кавказской шелководственной станции» (см. № 8585).

Указ. содерж.: Указатель статей, помещенных в т.т. 1—12 «Трудов [Кавк. шелковод. станции]» и т.т. 1—6 [1898—1904] «Известий Кавк. шелковод. станции». — «Известия Кавк. шелковод. станции», 1904, т. 7, вып. 11 (1905), с. 3—44.“

1930 წ. მეაბრეშუმეობის სადგურს, რომლის შემადგენლობაშიც იყო მუზეუმი და ბიბლიოთეკა, ამიერკავკასიის მეაბრეშუმეობისა და აბრეშუმის წარმოების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაერქვა, 1935 წლიდან თბილისის, 1954 წლიდან კი საქართველოს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. 1969 წლამდე მას ხელმძღვანელობდა ვ.მიხინა. 1970-იანი წლებიდან მუზეუმის ისტორიის მძიმე პერიოდი იწყება: 1975 წელს ინსტიტუტმა დატოვა მუზეუმის შენობა, რომელიც 1981 წ. დინამოს სტადიონს გადაეცა. 1986-88 წწ. ქალბატონ ირინე ჭოტორლიშვილის თაოსნობით მუზეუმის გადასარჩენად დაწყებული ბრძოლა წარმატებით დამთავრდა და მისი მეურვე მეაბრეშუმეობის სამმართველო გახდა. 1996 წ. შენობა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავ ძეგლად გამოცხადდა. 1998-2005 წ. მუზეუმი და ბიბლიოთეკა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრის, «აბრეშუმის სახლის» დაქვემდებარებაში იყო. 2006 წელს, პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, მუზეუმი გახდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია - სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი.

შენობის არქიტექტურა

რედაქტირება

მუზეუმის შენობა აგებულია 1890-92 წლებში პოლონური წარმოშობის არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით. შენობა ორსართულიანია და ამ პერიოდის თბილისში გავრცელებული ეკლექტური სტილის ძალზე საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. შეულესავი აგურის ნაგებობა ქვის მაღალ ცოკოლზე დგას; სიმეტრიული ფასადი ორი განაპირა და ცენტრალური ფართო რიზალიტით არის დაყოფილი. მთავარი შესასვლელის პორტიკის ბრტყელი გადახურვა ბალუსტრადით არის დასრულებული. შენობის ექსტერიერი ფსევდო-მავრიტანული და ფსევდო-გოთური სტილების ნაზავს წარმოადგენს, ინტერიერში კი კლასიცისტური ელემენტები ჭარბობს.

უნიკალურია ინტერიერის მორთულობის დეტალები, რომლებიც შენობის ფუნქიციას პასუხობს. აქ ნახავთ ნაძერწ პეპელას, აბრეშუმის ჭიას, თუთის ფოთოლს, რომელიც კაპიტელებს, ფრიზს, კარნიზსა თუ სხვა არქიტექტურულ დეტალებს ამკობს. შენობის ავთენტურობას ის ფაქტორიც განსაზღვრავს, რომ საგამოფენო დარბაზსა და ბიბლიოთეკაში შემონახულია ალექსანდრე შიმკევიჩის ესკიზებით დამზადებული ავეჯი.

მეაბრეშუმეობის სადგურის კომპლექსიდან შემორჩენილია კიდევ ერთი ნაგებობა მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს (დ. აღმაშენებლის გამხ. N184) - სადგურის თანამშრომელთათვის აგებული სახლი, რომელიც ამჟამად მუზეუმს აღარ ეკუთვნის.

კოლექციები

რედაქტირება

მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული მრავალფეროვანი კოლექციები. აქ შეხვდებით აბრეშუმის ჭიის ბიოლოგიის ამსახველ ექსპონატებს, აბრეშუმის პარკისა და შულოების მრავალფეროვან კოლექციას, პეპლებს, თუთის ხესთან დაკავშირებულ სხვადასხვა ექსპონატს, ბუნებრივ ბოჭკოებს, საღებავებსა და მათში შეღებილ ძაფებს, სხვადასხვა პერიოდის დაბეჭდილ ფოტოებსა და ნეგატივებს, მაკეტებს, ლაბორატორიულ დანადგარებს, მაქმანებს, ქსოვილებს, ნაქარგობასა და მრავალ სხვას. კოლექციების მრავალფეროვნებით მუზეუმს სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების რიგში. მუზეუმში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკაც, რომელშიც ინახება მრავალფეროვანი საბუნებისმეტყველო ლიტერატურა რამდენიმე ენაზე და მუზეუმის ძველ თანამშრომელთა შრომები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება