შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (რუს. Николай Александрович Шавров; დ. 1826 — გ. 1899) — ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება მიიღო მოსკოვის პირველ კორპუსში და მთავარ საინჟინრო სასწავლებელში (ახლა სამხედრო-საინჟინრო აკადემია). ქუთაისის გენერალ-გუბერნიასთან საინჟინრო ნაწილს ხელმძღვანელობდა, მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პორტების მოწყობას შავ ზღვაზე და დაინიშნა კავკასიის არმიის სამხედრო-საინჟინრო სამმართველოს საქმეთა ინსპექტოეად, სადაც მიიღო დავალება შეემუშავებინა კომერციული პორტის პროექტი ამიერკავკასიისთვის. 9 წლის განმავლობაში წარმოებდა კვლევა და შეიქმნა ფოთის ნავსადგურის გეგმა, რომლის მშენებლობაშიც ის მონაწილეობდა 1863-დან 1873-მდე.

  • 1875 წ. თადარიგში გენერალ-მაიორის ჩინით გავიდა.
  • 1876 დან 1878 წლებში თავის ძმასთან ერთად გამოსცემდა გაზეთ "ბირჟას" და "ჩვენ საუკუნეს".
  • 1878 - 1881 წლებში ისევ იმყოფებოდა სამსახურში კავკასიის მხარის მთავარ სამმართველოში; ერთ პერიოდში ხელმძღვანელობდა კავკასიის ცხენსაშენ ოლქს.
  • 1884 - 1891 წლებში გაზეთ "Кавказ"-ის მთავარ თანამშრომლად იმყოფებოდა და თითქმის ყოველდღე ათავსებდა მასში სტატიებს სხვადასხვა თემებზე, მხურვალედ იცავდა რუსულ ინტერესებს კავკასიაში და ფოთის ნავსადგურის სწორ დაგეგმვას. ამას გარდა მის მიერ გამოცემულ იქნა მთელი რიგი კვლევები ფინანსურ, ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებში.
  • 1891 წლიდან მონაწილეობდა რუსული სავაჭრო ნაოსნობის ხელშეწყობის საზოგადოების მუშაობაში, რომლის მიერ დაწერილ იქნა ნაშრომი ფოთის ნავსადგურის შესახებ დაიყო ფართო ტრაქტატის გამოცემა "რუსული სავაჭრო ნაოსნობის მდგომარეობისა და მისი განვითარების გზების შესახებ" (1 წიგნი, მოსკოვი, 1895, 2 წიგნი, მოსკოვი, 1896).

ცხოვრების ბოლოსთვის მან მურმანზე ხანგრძლივი მოგზაურომა მოაწყო და მთელი რიგი ნაშრომები გამოაქვეყნა ამის შესახებ "ახალ დროში", № 8289.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "რუსული გზა შუა აზიაში" (სანქტ-პეტერბურგი, 1871);
  • "რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობა და გაუმჯობესების ღონისძიებები" (სპბ, 1882);
  • "ფინანსური ეტიუდები" (სანქტ-პეტერბ., 1885);
  • "საკრედიტო რუბლის დაცემის მიზეზები" (ტფილისი (Тифлис), 1884);
  • "რუსული გზა ამიერკავკასიაში"; "შავი და კასპიის ზღვების შედარებითი მნიშვნელობა"; "რკინიგზის მიმართულებები კავკასიაში"; "რუსული სავაჭრო ნაოსნობის მნიშვნელობა" (ტფილისი (Тифлис), 1886).
  • "რუსეთის ჩრდილოეთის მნიშვნელობა" (სანქტ-პეტერბუკრგი, 1884).