აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ფადლ ანტიოქიელი
აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ფადლ ანტიოქიელი (არაბ. عبد الله بن الفضل بن عبد الله المطران الانطاكي) — XI საუკუნის ქრისტიანი არაბი მწერალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ანტიოქიაში, იყო დიაკონი, იღწვოდა არაბულ ენაზე ქრისტიანული საეკლესიო მოძღვრების გავრცელებისათვის. ბერძნულიდან თარგმნა იოანე ოქროპირის, იოანე დამასკელის, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის, ისაკ ასურის და სხვათა ეგზეგეტიკური, დოგმატიკური და ასკეტიკური თხზულებები. აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ფადლ ანტიოქიელის ორიგინალური მემკვიდრეობა ძირითადად კითხვა-პასუხის ფორმით დაწერილი დოგმატიკური და მორალურ-დიდაქტიკური ხასიათის ნაწარმოებია („ჭეშმარიტი სარწმუნოების განმარტებანი“, 1052; „სულის მაამებელი დიდი და მცირე წიგნები“ და სხვა). მისი თხზულებების მნიშვნელოვანი კოლექცია დაცულია სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ლენინგრადის განყოფილების ხელნაწერთა ფონდში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Крачковский И. Ю., „Арабские рукописи из собрания Григория IV“, Избр. соч., т. 6, М.-Л., 1960
- Graf G. Geschichte der christichen arabischen Literatur, Bd. 2, Vatican, 1944
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 22.