აბდულ ჰამიდი (პოლიტიკოსი)
აბდულ ჰამიდი (ბენგ. আব্দুল হামিদ; დ. 1 იანვარი 1944) — ბანგლადეშის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ბანგლადეშის პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2013 წლის 14 მარტიდან, ხოლო პრეზიდენტი 24 აპრილიდან. შვიდი მოწვევის პარლამენტის წევრი.
აბდულ ჰამიდი | |
![]() აბდულ ჰამიდი | |
ბანგლადეშის პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 14 მარტი, 2013 |
პრემიერ-მინისტრი | შეიხ ჰასინა |
წინამორბედი | ზილურ რაჰმანი |
დაბადებული | 1 იანვარი, 1944 |
ბიოგრაფიარედაქტირება
დაიბადა 1944 წლის 1 იანვარს ბრიტანეთის ინდოეთის ქალაქ დაკაში. ახალგაზრდობაში იბრძოდა ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის პარლამენტის წევრად 7-ჯერ აირჩიეს. XX საუკუნის დასასრულს გახდა პარტია ავამი ლიგის ლიდერი. 2001 წლის ივლის-ოქტომბერში პირველად ჩაუდგა პარლამენტს სათავეში, მეორედ 2009 წლის 25 იანვრიდან 2013 წლის 20 მარტამდე. 20 მარტს სინგაპურში სამკურნალოდ წასული პრეზიდენტი ზილურ რაჰმანი გარდაიცვალა, კონსტიტუციის თანახმად თანამდებობა აბდულ ჰამიდმა დაიკავა.