აბდერა (ბერძ. Άβδηρα) — ძველბერძნული ქალაქი თრაკიაში, თანამედროვე ქალაქ ავდირას (ქსანთის ნომი, საბერძნეთი) მახლობლად, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, მდ. მესტის შესართავთან.

აბდერა თრაკიაში
აბდერა. ანტიკური ქალაქის ნაშთები.

გადმოცემის მიხედვით აბდერა დაუარსებიათ ძვ. წ. VII საუკუნეში. დაახლ. ძვ. წ. 540 წელს აქ გადმოსახლდა იონიის ქალაქ თეოსის მოსახლეობა მას შემდეგ, რაც მათი სამშობლო სპარსელთა მეფე კიროსმა დაიპყრო. აბდერამ ცხოველი სავაჭრო ურთიერთობები დაამყარა თრაკიის შიდა რეგიონებთან. ძვ. წ. V საუკუნეში დელოსის კავშირის ერთ-ერთი მდიდარი და წარმატებული წევრი იყო. ძვ. წ. IV საუკუნეში თრაკიელთა თავდასხმების გამო აბდერა თანდათან დაკნინდა და უმნიშვნელო დასახლებად იქცა. აბდერადან იყვნენ ძველბერძენი ფილოსოფოსები — პროტაგორა და დემოკრიტე. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა ანტიკური ქალაქის კედლის და სიმაგრეების, თეატრის, რომის ეპოქის აბანოების ნანგრევები, ნეკროპოლი, ასევე მოზაიკები, ქანდაკებები, წარწერები და ადგილობრივი წარმოების ტერაკოტის ფიგურების მდიდარი კოლექცია.

ლიტერატურა

რედაქტირება