პროტაგორა
პროტაგორა (ძვ. ბერძნ. Πρωταγόρας; ძვ. წ. 485 — ძვ. წ. 410) — ძველბერძენი ფილოსოფოსი, სოფიზმის გამოჩენილი წარმომადგენელი. ასევე მას მიაკუთვნებენ სკეპტიკოსებსა და მატერიალისტებს. პროტაგორს ეკუთვნის ცნობილი თეზისი: „ადამიანი არის ყველა არსებულის საზომი“.
პროტაგორა | |
---|---|
დემოკრიტე (ცენტრში) და პროტაგორა (მარჯვნივ). სალვატორ როზა, XVII საუკუნე, ერმიტაჟი | |
დაბადების თარიღი |
ძვ. წ. 485 აბდერა |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. 410 |
პროტაგორის ვერც ერთმა ნაშრომმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. პროტაგენის სწავლებას ჩვენ ვეცნობით მხოლოდ პლატონისა და დიოგენე ლაერტელის ნაშრომებიდან.
პლატონი თვლიდა, რომ პროტაგორა სენსუალისტი იყო, რომელიც ქადაგებდა, რომ სამყარო ისეთია, როგორადაც ადამიანი მას აღიქვამს გრძნობების მეშვეობით. პლატონური მოსაზრება პროტაგორას შესახებ დღესდღეობით დომინირებს.